TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მადლიერების ყულაბა“ - სახალისო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს ემპათიის უნარს გამოუმუშავებს და სხვების პატივისცემას ასწავლის
20-09-2022
-
+


სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობ აქტივობებს, ტექნიკებსა და თამაშებს შორის „მადლიერების ყულაბა“ ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესოა. მისი გამოყენება განსაკუთრებულ რესურსებსა და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა:

  • თვითშემეცნება;
  • საკუთარი და სხვების ემოციების ანალიზი;
  • პატივისცემა;
  • ემპათია;
  • მადლიერება;
  • კომუნიკაცია;
  • პროსოციალური კომპეტენცია;
  • ყურადღება და დაკვირვება;
  • კრიტიკული აზროვნება.

როგორ უნდა გამოიყენოთ „მადლიერების ყულაბა“ სასწავლო პროცესში?

თავდაპირველად, მოსწავლეებს ესაუბრეთ მადლიერების შესახებ. სთხოვეთ, გაიხსენონ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც სხვისი დახმარებით და სხვისი საქციელის ან ნათქვამის გამო თავი ბედნიერად იგრძნეს. დაუთმეთ რამდენიმე გაკვეთილი მადლიერებაზე საუბარს, რათა მოამზადოთ მოსწავლეები, რომ მადლიერებაზე ფიქრი მათი ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცეს. როდესაც მიხვდებით, რომ მოსწავლეებმა სათანადოდ გააცნობიერეს მადლიერების არსი, სთხოვეთ, შეარჩიონ საშუალო ზომის, მათთვის საინტერესო ფორმისა და დიზაინის ქილა. სთხოვეთ, რომ თავიანთი ინტერესისა და გემოვნების მიხედვით გააფორმონ ქილა და დახუფონ - გააკეთონ ყულაბა; მნიშვნელოვანია, რომ ყულაბა ლამაზად, საინტერესოდ, მიმზიდველად იყოს გაფორმებული. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების მხრიდან მის მიმართ ინტერესის შენარჩუნებას. ყულაბის შენახვა შესაძლებელია საკლასო ოთახში, სურვილის შემთხვევაში კი, ბავშვებს შეუძლიათ მისი სახლში წაღება.

სთხოვეთ მოსწავლეებს, გააანალიზონ ყოველი დღე. დაფიქრდნენ, რა მოხდა, ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა, გაიაზრონ კონკრეტული მოვლენები და თავიანთი დამოკიდებულებები ამ მოვლენებისა და გარემოს, ადამიანების მიმართ. შემდეგ სთხოვეთ, დაფიქრდნენ, ვისგან იგრძნეს მხარდაჭერა, დადებითი დამოკიდებულება, ვისგან მიიღეს დახმარება და პატარა ფურცელზე მცირე კომენტარის სახით დაწერონ, ვის მიმართ გრძნობენ მადლიერებას და რატომ. მოსწავლეებმა ეს ფურცლები უნდა დაკეცონ და მოათავსონ თავიანთ ყულაბაში.


ამ აქტივობის შესრულება შეიძლება მოსწავლეებს სთხოვოთ ყოველ დღე ან თუნდაც კვირაში ერთხელ. გარკვეული დროის შემდეგ - სემესტრის ან წლის ბოლოს - სთხოვეთ მათ, გახსნან თავიანთი ყულაბა, წაიკითხონ პატარა ფურცლებზე მიწერილი მადლიერების კომენტარები და გაიხსენონ, რამდენი სასიამოვნო და დადებითი გამოცდილება მიიღეს ამ დროის განმავლობაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება