სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება მინიმუმ 4000 ლარი გახდეს - პედაგოგები პრემიერს მიმართავენ 
18-07-2022
-
+



სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომელის მიხედვითაც პედაგოგები, პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხელფასის მომატებისა და დაფასების მოთხოვნით მიმართავენ. პეტიციის ავტორი ნათია ბახტაძეა. etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ მიმართვას:

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის გადახედვა და მასწავლბელთა თავდაუზოგავი, მძიმე, საპასუხისმგებლო და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის დაფასების პროცესი!!!

დღეს საქართველოში მასწავლებელი პენსიონერის შემდეგ ყველაზე ნაკლებ ანაზღაურებადი სოციალური ფენაა. მისი ანაზღაურება გაწეულ შრომასთან უკიდურესად არაპროპორციულია. სახელმწიფოს მასწავლებლის მიმართ არაფრადჩამგდები სახელფასო პოლიტიკა აქვს. მასწავლებელი არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პატივცემული და დაფასებული პროფესია და საქმიანობა. ტრანსატლანტური სივრცის ყველა ქვეყანაში მასწავლებელი წარმოადგენს ძლიერ საშუალო ფენას, ზოგ ქვეყანაში კი საერთოდაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი საზოგადოების ნაწილია.  

მოვითხოვთ, საქართველოში შეიცვალოს მასწავლებლისადმი დამამცირებელი და დამაკნინებელი დამოკიდებულება. მოვითხოვთ, დააყენოს  პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტმა მასწავლებლის თავდაუზოგავი და სახელმწიფოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი შრომის დაფასების საკითხი!!! გროშებზე კი არ ამუშაოს ისინი, არამედ ადამიანისთვის და მისი ღვაწლისთვის ღირსეულ ხელფასზე - გახდეს მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება 4000 ლარიდან!!! თუ კი მოსამართლეების ხელფასებია თვეში 10000 ლარიდან, მასწავლებლის სამუშაო კიდევ უფრო საპასუხისმგებლო და ინტენსიურია. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტარებო, დროა მასწავლებელი დაფასდეს!!!  სამყაროს განვითარება წინ მიჰყავს მეცნიერებასა და განათლებას, და არა მოსამართლეებსა და ჩინოვნიკებს!!! ასევე მივმართავთ პედაგოგთა პროფკავშირებს, დადგეს მასწავლებელთა გვერდით მასწავლებლის ანაზღაურების საკითხის ნომერ პირველ გადასაჭრელ პრობლემად წარმოჩენის პროცესში. თუ გინდათ რომ ქართული განათლების სისტემასა და მასთან ერთად ამ ქვეყნის განვითარების მომავალს ეშველოს, დაგვაფასეთ!!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება