სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„ჩვენი დროის აბიტურიენტები გამოცდებს, თითქოს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით“- სკოლის დირექტორები მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით
08-07-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო. აბიტურიენტებს თავიანთ სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, რამდენიმე გამოცდის დაძლევა უწევთ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღესდღეობით, ახალგაზრდებს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ - მათი გამოცდები უფრო მარტივია და მეტის მიღწევა შეუძლიათ. არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ ახლანდელი საგამოცდო ფორმატი უფრო რთული და სტრესულია. ჩვენ სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ, თავიანთი აბიტურიენტობა გაეხსენებინათ. მათი აზრი გამოცდების ფორმატთან და იმ ცვლილებებთან დაკავშირებითაც მოვისმენეთ, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა.

ინგა ცირეკიძე
, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

შეიძლება, რომ ახლა ჩატარებულ გამოცდებს ბევრად ადვილი ეწოდოს, რადგან ისინი ბევრად უფრო ობიექტურია. შეფასების სისტემა განსხვავდება და მიკერძოება გამორიცხულია. ჩემს პერიოდში ეს ფაქტორი ნამდვილად პრობლემური იყო. სად დაშტრხული და დაფარული ნაშრომები და სად კომისიის წინაშე ჯდომა. მიკერძოებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მე პირადად, ასეთი შემთხვევა არ მქონია, თუმცა, ზოგადად ხშირი იყო. ეს პერიოდი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, მიმაჩნია, რომ სტუდენტობა ყველამ უნდა გამოსცადოს, რადგან ბავშვობის შემდეგ ერთ-ერთი ყელაზე ბედნიერი პერიოდია.

იზოლდა ვაჩეიშვილი, ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე უნივერსიტეტში 50 წლის წინ ჩავაბარე, მიდგომები კი ყოველ 5-10 წელიწადში იცვლება ხოლმე. ახლა აბიტურიენტები ბევრად უფრო ინფორმირებულები არიან, არსებობს საშუალებები, რომ ბევრი წყარო ჰქონდეთ. ასევე, შესაძლებლობა აქვთ საზღვარგარეთ წავიდნენ და იქაურ კულტურას გაეცნონ. მე პირადად, ისტორიკოსი ვარ და დიდი სიამოვნებით ვნახავდი ეგვიპტეს, პარიზს და მსგავს ქვეყნებს. ამით ახალ ინფორმაციას გავიგებდი და ცოდნას გავიღრმავებდი. საკუთარი თვალით ნანახის აღქმა ბევრად უფრო მარტივი და კარგია, ამის საშუალება კი დღეს ახალგაზრდებს აქვთ. ამაში შემდეგ უკვე სტუდენტებს უნივერსიტეტიც ხელს უწყობს. ამით მე აღფრთოვანებული ვარ. ახალგაზრდებს დღეს უფრო მეტი საშუალება აქვთ. ჩვენს დროს უფრო ნაკლებად ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ვიდრე ახლა. ახალგაზრდებში უმაღლესი განათლების მიღებისკენ სწრაფვა ახლა უფრო მაღალია და ახერხებენ, რომ სტუდენტები გახდნენ. ჩვენს დროსაც ღამეებს ვათენებდით, რომ გამოცდები ჩაგვებარებინა, თუმცა ახლა ამის საშუალება უფრო მეტია. მე ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ.

ლილი სვიაკაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან შორეულ წარსულია ის პერიოდი, როდესაც მე უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი, ეს 1977 წელს იყო. ყოველ შემთხვევაში, ვნებათაღელვა და ნერვიულობა, თავისთავად, მაშინაც დიდი იყო. მოტივირებულები ვიყავით, რომ მაღალი ნიშნები მიგვეღო. ნებისმიერი აბიტურიენტისათვის კარგი შედეგები, რა თქმა უნდა, ყოველთვის საამაყო იყო. გამოცდების ფორმატს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ მაშინ რაიმე სახის არაობიექტურობას ჰქონდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, მსგავსი არაფერი შემხებია. რა თქმა უნდა, დღევანდელი ფორმატი გაუმჯობესებულია. 21-ე საუკუნეა, ცხოვრება წინ მიდის და საგამოცდო ფორმატიც შესაბამისია.

იზა ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მე უნივერსიტეტში 1971 წელს ჩავაბარე. მაშინ სრულიად განსხვავებული საგამოცდო ფორმატი იყო. მაგალითად მე 4 საგანი ჩავაბარე. მათ შორის იყო ქართული, მათემატიკა და ფიზიკა. მაშინ ქართულში თემები იყო დასაწერი. მაგალითად, რომელიმე ნაწარმოების ვრცელი განხილვა. ამისთვის მთელი დღეები და ღამეები დამოუკიდებლად ვემზადებოდით. ქართულში რეპეტიტორთან არ დავდიოდით, გამოცდის ჩასაბარებლად სკოლის ცოდნა სრულებით საკმარისი იყო. მათემატიკასა და ფიზიკაში კი ნამდვილად მოვემზადე. მაგ პერიოდში ბავშვი გამოცდისთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული და მისი ცოდნაც საკმარისი იყო. მაშინ უბრალოდ, სწავლების მეთოდი იყო სხვა. მათემატიკაში საგანი მთლიანად უნდა გვცოდნოდა, რათა გამოცდა ჩაგვებარებინა, ახლა კი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში, შეიძლება, სრულიად შემთხვევით მოხვდეს. ვგულისხმობ, შემთხვევით შემოხაზულ სწორ პასუხებს. უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი ანალიზური და ამოსახსნელი დავალება. წინ მივდივართ, პროგრესია, ყველაფერი იცვლება. ჩვენ მაშინდელიც მოგვწონდა და ახლანდელსაც მივესალმებით.

ლეილა მაილაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ჩვენი დროის აბიტურიენტები, დღევანდელებისგან განსხვავებით, გამოცდებს, თითქოს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით. ჩვენთვის სწავლა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება პრიორიტეტული იყო. მაშინ უნივერსიტეტში ძალიან ცოტა ირიცხებოდა. ალბათ, ამ პროცესის გავლა მაშინ უფრო რთული იყო, ვიდრე დღეს. ახლა ვისაც სწავლა შეუძლია და გონებაგახსნილია, ყველა სტუდენტი ხდება. ჩვენს დროს კი, ჩემი აზრით, ასეთი მარტივი არ იყო. ეროვნული გამოცდების დროს, საგამოცდო სისტემა უფრო დაცულია, ვიდრე ადრე.

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე რომ მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი, მაშინ კომუნისტების დრო იყო. მაგ დროს ცოდნას, თითქოს, უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. საგამოცდო მეთოდს რაც შეეხება, ახლა უფრო კარგია. ვფიქრობ, რომ მაშინდელი ბარიერი უფრო რთული გადასალახავი იყო, ვიდრე ახლანდელი. კარგი იყო ისიც, რომ გამოცდებზე ოქროს მედალიც მოქმედებდა. ჩარიცხვისას სკოლაში მიღებულ ქულებსაც ექცეოდა ყურადღება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება