TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თიხის სამი ფირფიტა“ და „ხევისბერი გოჩა“ - მეორე სესიის საგამოცდო საკითხები ცნობილია
04-07-2022
-
+


ეროვნული გამოცდების პირველი დღე და მეორე სესია - ყველას აინტერესებს, რა საკითხები დახვდათ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრში. ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიიდან გამოსული პირველი აპლიკანტები etaloni.ge-ს სწორედ ამ საკითხების შესახებ უამბობენ:

„უნდა ეპატიოს თუ არა ჩადენილი ცოდვები ადამიანს ყმაწვილკაცობის გამო“ - ეს არც ლირიკული გადახვევაა და არც - თეოლოგიური... ესეს თემა გახლავთ და სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხზე უნდა ემსჯელათ მეორე სესიის აპლიკანტებს.

ტექსტს რაც შეეხება - „ხევისბერი გოჩა“ მოვიდა, რედაქტირებაში კი, ძირითადად, მძიმეები უნდა ჩაგესვა... ვფიქრობ, თავი ნორმალურად გავართვი“, - განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირველმა აბიტურიენტმა.

მეორემ კი დასძინა: „იყო ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტა“ და „ხევისბერი გოჩა“. ტექსტის რედაქტირებაში ყველანაირი შეცდომა იყო: კალკი, მორფოლოგიური, ორთოგრაფიული, სინტაქსი. ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ დავწერე, მეორედ ჩავაბარე“.

„ტექსტის რედაქტირებაში იყო ისტორიული წყარო ტივებსა საქართველოში ტივის კულტურის განვითარებაზე. თანაც საკმაოდ მარტივი იყო. გამოცდაზე კონდინციონერი ჩართული იყო, ძალიან თბილი დამკვირვებლები იყვნენ. ჩემი აზრით, არც ერთს არც ზედმეტი კითხვა გასჩენია და არც რაიმე პრეტენზია ჰქონია“, - გვეუბნება 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტურიენტი. 
 
იხილეთ: დიაკვანი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე - „თეოლოგიის ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება“

„ძირითადად, სიტყვებს ასოები აკლდა...“ - რა შეცდომები შეხვდათ რედაქტირებაში აბიტურიენტებს

„დამკვირვებლები ჩვენსკენ არიან, არანაირი სიმკაცრე“ - რას უნდა ელოდეთ ეროვნულების მეორე სესიაზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება