სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აჭარაში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
01-07-2022
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწვალეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და სწავლის ახალ საფეხურზე გადავიდნენ.

ამასთან დაკავშირებით, მე-4 და მე-4 კლასის გაცილების, შემაჯამებელი ექსკურსია მოეწყო. მისი ხელმძღვანელები დამრიგებლები ნელი სამუშია, თეონა ფიფია და მათემატიკის მასწავლებელი ნატალია ციმინტია იყვნენ.  

ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, მინიატურების მუზეუმი მოინახულეს.  ასევე, ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ და მუსიკოსთა პარკში გაისეირნეს.

გარდა ამისა, დელფონარიუმში იმყოფებოდნენ, სადაც შთამბეჭდავი შოუ იხილეს. დაესწრნენ ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „კოკროჭინა”, რომლიეს რეჟისორი ოთარ ქათამაძე იყო.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესოთ ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„მოსწავლის ცნობიერებაში საგაკვეთილო პროცესის გარდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიები, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპს: მოსწავლე იღრმავებს და აკავშირებს სკოლაში და სკოლის გარეთ მიღებულ ცოდნის.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს აჩუქეს ერთი დაუვიწყარი დღე, ეს იყო სასკოლო ექსკურსია, რომელიც  შინაარსობრივად და თემატურად იყო დატვირთული და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ საინტერესო ადგილები, რომელიც მათ კულტურულ, ესთეტიკურ და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებაში გარკვეულ დადებით გავლენას მოახდენს. 
კლასის დამრიგებლების მიერ წინასწარ დაიგეგმა აგრეთვე სხვადასხვა სანახაობებზე დასწრება.
სკოლა მადლობას უხდის დელფინარიუმის ადმინისტრაციას წარუშლელი სანახაობისთვის და იმ შეღავათისთვის, რომელიც  დაწესებული იყო მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის.
მოზარდი თაობა, თეატრალურ კულტურასთან შეხებით, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე    თავისუფალ პიროვნებად ყალიბდება და სოციალური, საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები უვითარდებათ, დარწმუნებულები ვართ ასეთი შეხება კულტურასთან, ღირშესანიშნაობებთან, ბუნებასთან, გარემოსთან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეებისთვის.
კლასის დამრიგებლების ნელი სამუშიას, თეონა ფიფიას  მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ექსკურსია ერთგვარი შეჯამება იყო  ოთხი წლის წინ „აი ია“ -თი დაწყებული ურთიერთობის და იმ ლამაზი წლეების, რომლებიც გაჯერებული იყო სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობით, ცოდნის გაღრმავებით, მეგობრობით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება