სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხალხური მედიცინის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
01-07-2022
-
+


ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. 

სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა განხორციელდა. 

სასწავლო წლის ბოლოს ხალხური მედიცინის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა შემდეგი თემები წარადგინეს: 

  • „ხალხური მედიცინის ისტორია“ - ლიზი მიქაძე და მარი ქობალია;
  • „ხალხური მედიცინა თანამედროვე სამყაროში“- ანი გულუა, ნიაკო მიქაძე;
  • „ხალხური მედიცინა“ - მარიამ ქანთარია;
  • „გენეტიკა და კულტურა“ - ია ქანთარია, ელენე ჭანტურია, ელენე ხიჯაკაძე; 
პრეზენტაციამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხებზე ამომწურავად ისაუბრეს. მეთი პედაგოგები ირმა არქანია და ეკატერინე შამუგია არიან. 

„სკოლის დირექტორის იზოლდა ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით სკოლის მხარდამჭერი გუნდი (პროექტების ლიდერი ირმა ქარდავა), აგრძელებს სასკოლო პროექტების განხორციელებას. პროექტების მიზანია სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კულტურული მრავალფეროვნების საკითხებში (გლობალიზაცია, ეთნოსები, სოციუმი, იდენტობა და სხვ.)
მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს გაწეული მუშაობისათვის, მადლობა სკოლის დირექციას სასკოლო კულტურაში სასწავლო პროექტების დანერგვის ხელშეწყობისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ადამიანებს, ვინც იზრუნა სკოლაში მულტიფუნქციური სივრცის შექმნისთვის და ამით პოზიტიური შტრიხები შეიტანა ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება