სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალი ჩვენია“ - მუხრანის N1 სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებებით შეაჯამეს
01-07-2022
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო-შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები. სასკოლო ღონისძიებები საერთო სახელწოდებით - „მომავალი ჩვენია“ სკოლის IVა და IVბ კლასის ხელმძღვანელების (მ.ფაიქაშვილი და მ.ბედიანაშვილი) ინიციატივით ჩატარდა. 

ორივე ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა იყო და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამომსვლელი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებელნი. მოსწავლეებმა პედაგოგებთან, მშობლებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად საზეიმოდ დაამთავრეს პირველი ოთხი კლასი და სამომავლოდ კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს გვპირდებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება