სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „მწვანე სიცოცხლე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი გამოთვალა
01-07-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძებასა და აქტივობაში ჩაერთნენ. 

მათ შორის იყო გუნდის „მწვანე სიცოცხლის“ მიერ განხორციელებული აქტივობა. მათ „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ციფრებში“ გამოთვალეს. 

მოსწავლეები მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორის ზაზა გაგუას დაუკავშირდნენ, თავიანთი იდეა გააცნეს და მისგანაც სრული მხარდაჭერა მიიღეს. შედეგად, მათ მარტვილის მუნიციპალიტეტში იმოგზაურეს და ყველა სასტუმრო, კვების ობიექტი თუ მარანი აღწერეს. ასევე, გადაიღეს ფოტოები და სტატისტიკური ანალიზი ჩაატარეს. საბოლოოდ, ყველა ობიექტი ელექტრონულად ერთ სივრცეში მოაქციეს, რათა ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. 

„მწვანე სიცოცხლე“ აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთო. სკოლა ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც მათ ამ პროექტის განხორციელებაში დაეხმარა.

„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და სკოლამ შეძლოს მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც რეალურად იქნება მოსწავლის განვითარების გზა. ვიცით, რომ სკოლა ერთდროულად აკადემიური და აღმზრდელობითი დაწესებულებაა, შესაბამისად, განათლების ყველა რეფორმას (მათ შორის „ახალი სკოლის მოდელსაც“) ორი ძირითადი მიზანი აქვს: ამაღლდეს სწავლა-სწავლების ხარისხი და შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს. ნებისმიერ სასკოლო საზოგადოებას ვეტყოდი, რომ თუკი ისინი აქტიურ შემოქმედებით პროცესებში ჩართვებიან (რის შესაძლებლობასაც ნამდვილად იძლევა პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული სამუშაო ინსტრუმენტები) და არ დასჯერდნენ პასიური შემფასებლის როლს, ეს აუცილებლად გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებებს. ჩვენ ვირწმუნეთ, რომ სკოლა, რომელშიც ვმოღვაწეობთ ჩვენი სკოლაა და თავად ვართ პასუხისმგებლები მის მიღწევებზეც და ხარვეზებზეც;  გვჯერა, რომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შეგვიძლია და გვმართებს წვლილი შევიტანოთ სკოლის განვითარებასა და გაუმჯობესებაში. გავაცნობიერეთ, რომ ადამიანური ღირსებები და ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია.
ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა „მწვანე სიცოცხლე“ 2021-2022 სასწავლო წლის მანძილზე სწორედ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს, რომელიც ითვალისწინებდა „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ციფრებში“ გამოთვლას. ბავშვები დიდი სიხარულით შეუდგნენ საქმიანობას, ზამთრის ერთ ლამაზ დღეს დიდი მორიდებით მიაკაკუნეს მარტვილის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორის ბატონ ზაზა გაგუას კარზე, რომელიც დაინტერესებულ მოსწავლეებს გულთბილად შეხვდა, როდესაც მოისმინა მოსწავლეების ინტერესის სფეროს შესახებ, მათი მონდომებისგან აღფრთოვანებულმა კიდევ ერთი ახალი იდეა და დახმარება შესთავაზა მოსწავლეებს. მათ უნდა ემოგზაურათ ულამაზესი მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში, უნდა აღეწერათ ყველა სასტუმრო, კვების ობიექტი თუ მარანი, უნდა გაეკეთებინათ სტატისტიკური ანალიზი გადაეღოთ ფოტოები და საბოლოოდ, ყველა ეს ობიექტი ელექტრონულად მოექციათ ერთ სივრცეში, რათა ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სწორედ აქედან დაიწყო ზღაპრული მოგზაურობა, ბევრი ლამაზი ადგილები ნახეს, ბევრ სტუმართმოყვარე ოჯახს ეწვივნენ და ბევრი სიკეთე და სიყვარული მიიღეს, გასცეს.... მოსწავლეებმა ისწავლეს სიკეთის კეთება, მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა, სტუმართმასპინძლობა, ბევრი კარგი საქმის კეთება, ისინი ნამდვილი ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მინდა ამისთვის საჯაროდ, მთელი საქართველოს გასაგონად, გულწრფელი მადლობა გადაუხადო მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორ ბატონ ზაზა გაგუას, ამავე ადმინისტრაციის მენეჯერ ბატონ გრიგოლ ცაავას და სააგენტოს სპეციალისტ გიული თოდუას, კანიონის ადმინისტრაციის წევრებს. ასევე, მინდა მადლობა არ დავიშურო ზოგადი განათლების რეფორმის „ახალი სკოლის მოდელის“ ხელმძღვანელების მიმართ,მათ:„თანამედროვე მიდგომები“, „ზუსტად გათვლილი სტრატეგია“, „მიზნები და ამოცანები“, „უკეთეს მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები“, „პრობლემის კომპლექსური აღქმა“ შეიტანეს სკოლებში, ეს კი ნამდვილად მოგვცემს განათლებული თაობის აღზრდის უდავო შედეგს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება