სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საქართველოს სახელს აფრიკის კონტინენტის უდიდეს სამეცნიერო კონფერენციაზე ღირსეულად წარადგენენ 
30-06-2022
-
+


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა დირექტორის, მამუკა მესხიშვილისა და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

24 ივნისს კი საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გაემგზავრა ტუნისში საერთაშორისო კონფერენციაზე - I-FEST 2022-ზე, რომელიც აფრიკის კონტინენტის უდიდეს სამეცნიერო კონფერენციას წარმოადგენს.

კონფერენცია 24 ივნისიდან - 3 ივლისამდე გაიმართება. ქართველი მოსწავლეები 32 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეჯიბრებიან. ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ: მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის სექციებში.

საქართველოს წარმომადგენელი ნაკრები ქართულ -ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების ბაზაზეა დაკომპლექტებული.

მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს, კომპეტენტური ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე დაიცავენ.
 
ნაკრების შემადგენლობა სექციების მიხედვით შემდეგნაირია:

  1. MATH 1: გიორგი შაშიაშვილი, დავით მირზოიანი, მიხეილ ქიტიაშვილი;
  2. MATH  2: ლია რაზმაძე, სეხნე გოგრიჭიანი, სალომე ბერიძე;
  3. Physics 1: ნიკოლოზ აბაშიძე, გიორგი დიასამიძე;
  4. Physics : ანი გოგია, ნიკა კუპატაძე;
  5. Biology : მარიამ მურაჩაშვილი, სალომე კაკიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი ხელმძღვანელობს.

„ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს ღირსეულად დაეცვას საქართველოს სახელი!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება