| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
სკოლის XIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ს ხელაძე) ძამას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია ძამას ხეობაში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. მოინახულეს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის და სამთავისის ტაძრები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიის მიზანი იყო არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.
სკოლაში XIბ კლასის მოსწავლეთა მშობლებს ექსკურსიის ორგანიზებაში აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ