| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. მოსწავლეებიც ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
სასწავლო წლის ბოლოს სკოლაში გამართული ღონისძიებებიდან აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა ღონისძიება - „გამოწვევების ოთხი წელი“.
სიყვარულის, ბედნიერების, ნიჭიერების ზეიმი იყო სკოლაში - მეოთხეკლასელებმა სასკოლო საზოგადოება შესაძლებლობებით გააოცეს. ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - ცეკვა. სამსახიობო მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა.
მიწვეულმა სტუმრებმა: ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს.
„უდიდესი ღვაწლი, შრომა, ამაგია თითოეულ მოსწავლეში მშობლების, მასწავლებლების, მადლობა თითოეულ მათგანს. განსაკუთრებული ძალისხმევა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელს, პატარების უსაყვარლეს დამრიგებელ ხათუნა ლოჩოშვილს მიუძღვის. დაგელოცოთ გზა ლაბირინთებისკენ პატარა ქართველებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას