სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის 2022 წლის შემაჯამებელ ფორუმს უმასპინძლეს
27-06-2022
-
+


ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის 2022 წლის შემაჯამებელ ფორუმს უმასპინძლეს. 

ფორუმი ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მას განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრებიც. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა თავიანთ კომპლექსურ დავალებაში „ლანდშაფტის დიზაინი და მისი საუკეთესო ბაღი" ფორუმის სტუმრებიც ჩართეს, რომლებიც ხალისით ქმნიდნენ ბაღის დიზაინს. მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ. სკოლის ფოიეში საჭადრაკო პარტიებიც გაიმართა.
 
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადი განათლების რეფორმის საგნობრივი ექსპერტების, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორის მხარდაჭერით გაიმართა საგნობრივი კონფერენციები და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ძალიან სასიამოვნო და ემოციებით დატვირთული იყო ეს დღე, თითოეულ სექციაში საოცარი ამბავი ტრიალებდა: საინტერესო მოხსენებები, აზრთა გაცვლა, უშურველად გამოცდილების გაზიარება ცხადყოფდა, რომ ჩვენ ყველა ერთ უდიდეს საქმეს ვემსახურებით. 
პატარა მხატვრები ისხდნენ და რუდუნებით ასრულებდნენ საყვარელ საქმეს ფუნჯებითა და საღებავით.
დიდი ზეიმი მოეწყო ჩვენს საუკუნოვან სკოლაში, რომელშიც მონაწილეობდა ქალაქ ზესტაფონის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
დიდ მადლობას ვუხდით ფორუმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ამ საინტერესო დღისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება