სიახლეები
სკოლები

აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ​აქტივობა მოეწყო
15-06-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასწავლო შემეცნებითი აქტივობები ხშირად იმართება, რაც სასკოლო გარემოს კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის.

ამჯერად, სკოლაში მიმდინარე პროექტის - „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ - ქვემიმართულების „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია მონასტრების: კვლევა, მონახულება, მოლოცვა, ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.

აქტივობას იზოლდა მჭედლიძე ხელმძღვანელობდა.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს, მოილოცეს: ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია, თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია და ხოშატიანის ეკლესია; ასევე, წარადგინეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია; მასწავლებლებმა იზოლდა მჭედლიძემ და გიორგი ბიბილაშვილმა მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

„აღნიშნული ტაძრები წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ქვეყნისთვის გამორჩეულ არქიტექტურულ კომპლექსებს.

მადლობა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.

1. ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია განეკუთვნება შუა საუკუნეებს. აღდგენილი და მოხატულია XVI-XVII საუკუნეებში, ადგილობრივი დიდებულების ძალისხმევით, რომელთა გამოსახულება ტაძრის დასავლეთ კედელზეა მოცემული. ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია იმ იშვიათ ეკლესიათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც გარედანაა მოხატული, კახეთში კი ამ ნიშნით ერთადერთია.

ის XVI-XVII საუკუნეების ე. წ. ხალხური მხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს.

პალიტრა წითელია. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი მაცხოვარი, მარჯვენა ხელში გადაშლილი წიგნით. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შობა, ხოლო დასავლეთ ნაწილში ნათლისღებაა მოცემული. დასავლეთის კედელზე მხატვრობა სამ რეგისტრად ყოფილა მოცემული. ზედა რეგისტრი აღარ იკითხება, შუა რეგისტრში მსხვილ მასშტაბში პიროვნებაა გამოსახული, ქვედა რეგისტრში სამი საერო პირი. ჩრდილოეთის კედელზე მხატვრობა არ შემორჩა. დღეს დღეობით მხოლოდ ეკლესიის დასავლეთის ფასადის მხატვრობაა შემორჩენილი რომელიც , წითელი საღებავითაა შესრულებული. მოცემულია წმ. ევსტათი პლაკიდას ირემზე ნადირობის სცენა. გაირჩევა წმინდანის ფიგურის ნაწილი და მისი ცხენი, რომელიც ირემს მისდევს. ირემი დინამიკაშია მოცემული მხედრისგან გაქცევის დროს, ნასროლი ისრით კისერშია დაჭრილი. წმინდანის ზურგს უკან და თავს ზემოთ თითო გრძელკაბიანი პიროვნების სილუეტებია შემორჩენილი.

2. ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია, სოფელ ლელიანში მდებარეობს. იგი ორ სამშენებლო ფენას მოიცავს - XI-XII და XVI-XVII საუკუნეებს. ნაგებობა სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთების შემდეგ მხოლოდ აღმოსავლეთით მდებარე სამსხვერპლოა დატოვებული, რომელსაც აღმოსავლეთით ნალისებური აბსიდი აქვს. ნალისებრი აფსიდი აქვს სამხრეთის ნავსაც. სამხრეთის ნავის სამხრეთ კედელი თაღებით ყოფილა გახსნილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. კამარები შეისრულია. ეკლესია თაღოვანი სარკმლებით ნათდება. ცენტრალური ნავი სამხრეთის და ჩრდილოეთის გასასვლელებით გვერდითა ნავებს უკავშირდება, ხოლო დასავლეთის კარით - გარშემოსავლელს. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. ეკლესიის ექსტერიერი სადაა. ფასადები აგურის კბილანისებრი წყობით ამოყვანილი ლავგარდნით სრულდება. ნაგებობას სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული. პირველი სართული სამხრეთის ნავშია ჩაშენებული, მეორე სართული კი აგურით ამოყვანილი თაღოვანი ფანჩატურია.

3. ხოშატიანის ღვთისმშობლის ეკლესია სოფლების: ხოშატიანისა და არეშფერანის სასაფლაოზე მდებარეობს. იგი გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ძალიან დაზიანებული ფრაგმენტები.

დასავლეთიდან ტაძარს სამრეკლო აქვს მიშენებული. სამრეკლოს ქვედა ნაწილი კუბურ მოცულობას წარმოადგენს, ორი სწორკუთხა შესასვლელითა და ერთი სარკმლით. სწორედ აქედანაა ეკლესიაში შესვლა შესაძლებელი. ზედა ნაწილი რვაწახნაგა, ყოველი მხრით თაღებით გახსნილი ფანჩატურია.

ეკლესიაცა და სამრეკლოც ნაგებია რიყის ქვითა და აგურით.

ლეგენდა: სამრეკლოს საძირკველში მდებარეობს ლეგენდარული,ურჩხულთან მებრძოლი გმირის -ხოშატის საფლავი.ეკლესიაში დღემდეა შემორჩენილი ფრესკები, აქ ძლივს ირკვევა ღვთისმშობლის გამოსახულება და თეთრ რაშზე ამხედრებული გმირი, რომელიც შუბით კლავს გველეშაპს, ფრესკაზე გამოსახული გმირი სწორად ხოშატია.

ეკლესიას 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება