სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგამოცდო მასალა არ გაცდება XI-XII კლასების სახელმძღვანელოებს - რას ურჩევენ აბიტურიენტებს
10-06-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კვირაში ერთხელ აბიტურიენტებს შესთავაზებს რჩევებს საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისაგან. ამჯერად აპლიკანტებს ტესტსთან დაკავიშრებით რჩევებს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი აძლევს:

- რას ურჩევდით, როგორ მოემზადონ აბიტურიენტები ისტორიის გამოცდისათვის?

- მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, ზოგადად, ერთიანი ეროვნული გამოცდები და, მათ შორის, ისტორიის გამოცდის ფორმატი არ გულისხმობს რაიმე სპეციფიკურ, განსხვავებულ მიდგომას, ტრადიციული მომზადებისაგან განსხვავებულს. აბიტურიენტებს ვურჩევ სიღრმისეულად დაამუშავონ საგამოცდო პროგრამის საკითხები, რომელთა შინაარსი (იგულისხმება ფაქტოლოგიური მასალა) არ გასცდება გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ასახულ (XI-XII კლასების ისტორიის სახელმძღვანელოების) ინფორმაციას. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით და ასევე ლოგიკური აზროვნებისა და სხვა კოგნიტური უნარების გამოყენებით უნდა შეეცადონ ტესტური დავალებების შესრულებას.

- რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა ტესტზე მუშაობის დროს?

- ტესტზე მუშაობისას, პირველ რიგში, აბიტურიენტი უნდა შეეცადოს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და უნარები. ამისათვის მან სწორად უნდა გაანაწილოს საგამოცდო დრო, რათა საკუთარი პასუხები მშვიდად გადაიტანოს პასუხების ფურცელზე, წეროს გარკვევით ისე, რომ გამსწორებელმა შეძლოს ტექსტის ამოკითხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტი ყურადღებით გაეცნოს ტესტური დავალებების ინსტრუქციასა და პირობას, გაიაზროს ისინი და მხოლოდ შემდეგ გასცეს პასუხები დასმულ შეკითხვებს. ასევე საყურადღებოა, რომ აბიტურიენტმა მოკლედ და კონკრეტულად უპასუხოს კითხვებს და იმყოფინოს პასუხების ფურცელში ამა თუ იმ შეკითხვისათვის გამოყოფილი ადგილები.

- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ისტორიის გამოცდაზე?

- აბიტურიენტები ისტორიაში ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ: ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, ფაქტობრივად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“; ასევე ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად, რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევებში თქვენი პასუხები გასწორებისას არ შეფასდება!

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვლიასინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

რა შემთხვევაში გაუქმდება პირველკლასელის სკოლაში რეგისტრაცია - მნიშვნელოვანნი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ 

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება