სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა იცი შენი ქვეყნის წარსულის შესახებ“ - მარაბდის საჯარო სკოლაში ტრადიციული სასკოლო კონკურსი გაიმართა 
01-06-2022
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში, მოსწავლეთა სასკოლო კონკურსი, ყოველწლიურად იმართება.

მორიგი კონკურსი სახელწოდებით: „რა იცი შენი ქვეყნის წარსულის შესახებ“ 30 მაისს გაიმართა. კონკურსში მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსის ხელმძღვანელები: ლეილა ამინაშვილი და თამრიკო ფიჩხულაშვილი გახლავთ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის ჩატარების მიზანია, მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„კონკურსისთვის მზადების პროცესში მოსწავლეები არა მარტო ეცნობიან კონკრეტულ ფაქტებს, არამედ სწავლობენ ისტორიულ მოვლენებს შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირის დამყარებას, შეუძლიათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და გაიგონ, რომ მათ იმაზე მეტი ინფორმაციის მიღება და გაგებაშეუძლიათ, ვიდრე წარმოუდგენიათ. საბოლოოდ კი ასეთი კონკურსი ხელს უწყობს  ისტორიის  საგნის  პოპულარიზაციას მოსწავლეთა შორის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება