სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის შემოქმედებითი კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
01-06-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის შემოქმედებითი კლუბის - „ფანტაზია საზღვრების გარეშე“ წევრების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კლუბის წევრების ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრსა თუ დარგში, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვადასხვა ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა შინაარსიანი და მრავალფეროვანი იყო.

დამთვალიერებელმა თავიანთი ემოციები შთაბეჭდილებების წიგნში გადაიტანა. მოსწავლეები შემოსული თანხით კლუბის ხელშეწყობისათვის საჭირო რესურსებს შეიძენენ.

„განხორციელებული აქტივობებით დაიხვეწა მოსწავლეთა წერის უნარები, უფრო მოტივირებული და თავდაჯერებულნი გახდნენ, შეუძლიათ ახალი იდეების და ინიციატივების შეთავაზება და განხორციელება.

მაღალ საფეხურზე პროფესიული არჩევანის გაკეთებასაც უწყობს ხელს, რადგან რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩამოყალიბდა მკაფიოდ თავის შესაძლებლობებში. არაფორმალური განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია არამარტო ინდივიდუალური ხელშეწყობისათვის არამედ მათი სოციალიზაციისთვისაც. მოსწავლეებს აქვთ თანამშრომლობითი უნარები, არიან მეგობრულები და მიზანდასახულები. აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, საგნობრივ თუ სხვადასხვა პროექტებში. წარმატებები შემოქმედებს მათ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კლუბის ხელმძღვანელი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვენერა აბუსერიძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ კლუბს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება