სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში,  ათენელი პოლიტიკოსის „საარჩევნო პროგრამა“ შეადგინა
01-06-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო კომპლექსური დავალება გახლავთ VII კლასის მოსწავლის, გიორგი მარგველანის მიერ შესრულებული. მოსწავლემ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - „სოლონი ხალხისთვის“ ისტორიის შესწავლისას მოამზადა. 

კომპლექსური დავალების პირობის თანახმად: მოსწავლეს თავი უნდა წარმოედგინა ათენის მმართველის სოლონის ამომრჩევლად, ან თუნდაც „საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად“ და უნდა შეედგინა სოლონის „საარჩევნო პროგრამა“ მის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და გამონათქვამებზე დაყრდნობით.

გიორგი მარგველანმა, ისტორიის მასწავლებლის გიორგი ტერუნაშვილის დახმარებით, ერთი კვირა მოანდომა ამ საკითხებზე მუშაობას და შექმნა საკმაოდ საინტერესო კედლის გაზეთი, განათავსა მასზე სოლონის „საარჩევნო პროგრამა“ და გაამდიდრა ფოტო-სურათებით.

პრეზენტაციაში მნიშვნელოვანი იყო მოსწავლის დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რატომ „უნდა მივცეთ სოლონს ხმა“. მისი მსჯელობა სოლონის რეფორმებს ეყრდნობოდა და ხსნიდა თითოეული მათგანის საზოგადოებრივ მნიშვნელობას - იმას, თუ რატომ იქნებოდა კონკრეტული რეფორმა კარგი, როგორც სახელმწიფოს გასავითარებლად, ისე ხალხის კეთილდღეობისთვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია.

დირექცია კმაყოფილებას გამოსთქვამს და მადლობას უხდის მოსწავლესაც და ისტორიის მასწავლებელსაც კომპლექსური დავალების ასე საინტერესოდ შესრულებისათვის.   

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება