სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
31-05-2022
-
+


აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

სკოლამ ახლა უკვე კურსდამთავრებულებს დაუვიწყარი დღე აჩუქა. მეთორმეტეკლასელების შთამბეჭდავი „ბოლო ზარის“ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული, რამაც დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.

მანტიებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა საზეიმო ღონისძიება „ქუდების აყრით“ დააგვირგვინეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„ბოლო ზარი „ვეკუაში“! 20 მაისს ,სკოლაში, მეთორმეტე კლასელთათვის, „ბოლო ზარი“ დაირეკა. კიდევ ერთი ღირსეული თაობა დავაფრთიანეთ: ლამაზები, წარმატებულები, ჭკვიანები....

გულისამაჩუყებელი და ძალზედ ემოციური იყო მანტიებში გამოწყობილი კურსდამთავრებულების ყურება.

საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა. წარმატებები უსურვეს მათ და მიულოცეს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა.

„ბოლო ზარის ცერემონია „ქუდების აყრით“ დამთავრდა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას. მრავალი სასიკეთო საქმე ეკეთებინოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება