სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით ქვეყნის მომავალს“- კერძო სკოლა „ორნატის“ დირექტორმა 2022 წლის კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა
31-05-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატში“ 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

დირექტორმა, სოფიო კვინიკაძემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა განსაკუთრებულად მიულოცა:

„ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ სკოლის დასრულებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ჩვენო ძვირფასებო, თქვენთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, ტოვებთ სკოლას, სადაც გატარებული წლები ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედები ხართ და გვჯერა, რომ თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით მის მომავალს“, - წერია დირექტორის, სოფიო კვინიკაძეს წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება