სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ
31-05-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელოვნების სასახლეს ბავშვების: მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით დაინტერესების მიზნით ეწვივნენ.

მოსწავლეებმა თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე დაათვალიერეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

მესამეკლასელები გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას და იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს საგამოფენო „სვეტოვანი“, “ლურჯი იადონების“, “ოქროს“ და „თეატრის“ დარბაზები, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. გაისეირნეს „უკვდავთა ბაღშიც“.

„მოსწავლეები ასევე, საგანმანათლებლო პროგრამაში  - „აღდგომის დღესასწაული“ მონაწილეობდნენ, ხელოვნების სასახლე ძველ ტრადიციებს დაუბრუნდა და ჩვენს პატარებს აღდგომის ამ ბრწყინვალე სიმბოლოს ისტორიასა და თავგადასავალის შესახებ უამბო. კრავი - აღდგომის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სიმბოლოა. სააღდგომო კრავს ხატავდა ფიროსმანი. ძველ საქართველოში სჯეროდათ, რომ ოჯახს ის კეთილდღეობასა და ღვთის მფარველობას მოუტანდა. ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა საკუთარი ხელით ულამაზესი სააღდგომო კრავი დაამზადეს. ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი და საინტერესო დღე ჩვენი პატარების ცხოვრებაში, მეორე დღეს კი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარეს ერთმანეთს და პრეზენტაციაც მოაწყეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება