TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა - საქსტატი
29-05-2022
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ცნობით, ცხოვრების დონის მაჩვენებლების კვლევის 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.0 პროცენტით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა და 364.8 ლარს გაუტოლდა.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7 პროცენტით გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8 პროცენტით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.9 პროცენტი შეადგინა. ასევე 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 10.2 პროცენტს უტოლდება.

ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 22.6 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 289.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.4 პროცენტით მეტია.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 14.0 პროცენტით გაიზარდა და 345.9 ლარს გაუტოლდა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში თითქმის უცვლელია და 70.1 პროცენტს შეადგენს.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.7 პროცენტით გაიზარდა და 798.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 19.0 პროცენტით გაიზარდა და 491.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 პროცენტს შეადგენს“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება