სიახლეები
სიახლეები

40-დან 250 ლარამდე დაგიჯდებათ, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის აღიარება 
17-07-2022
-
+


როგორ დასტურდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობ და რა დაგიჯდებათ მიდი დამოწმება. საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით) - განცხადების ფორმა;
2. საგანმანათლებლო დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა);
5. შესაბამისი საფასურის  გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე - 250 ლარი; (ელექტრონული გადახდა )ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით :
ა) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;
ბ) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;
გ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქართველოში მიღებული ზოგადი/პროფესიული განათლების აღიარების ამსახველი ზოგადი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის/სერტიფიკატის/დიპლომის დუბლიკატი.
* ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს ემატება 25 ლარი). 
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანიდან მეორე სამუშაო დღეს, შესაბამისად:
* ერთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (250 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მესამე სამუშაო დღის 09:00 საათიდან.
* ხუთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (120 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქლაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მეშვიდე სამუშაო დღის დილის 09:00 საათიდან.
* თხუთმეტ დღიანი დაჩქარებული წარმოება (80 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მე-17 დღის დილის 09:00 საათიადნ.
* 1 თვიანი ჩვეულებრივი წარმოება (40 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს
6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი. ( საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები )
7. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (ვეტერანის მოწმობა, დევნილის მოწმობა,  და ა.შ.)

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

2005 წლამდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაცემული დიპლომების ნამდვილობის დადასტურებისას, არსებობს დიდი ალბათობა და რისკი იმისა, რომ ცენტრის მიერ მომსახურების მიწოდება ვერ განხორციელდება დაჩქარებულად, განმცხადებლისთვის სასურველ ვადაში. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს საარქივო დოკუმენტაციის მფლობელების, მათ შორის ამჟამად საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყეტილი სუბიექტების მიერ ცენტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დროულად, დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა. შესაბამისად, ხშირად, ცენტრისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვადების დარღვევით ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ცენტრში წარმოდგენა.

მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში, სხვა ვადაში მომსახურების მიღებისას, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით მას დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის."

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები: 

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში 
ბანკის კოდი - TRESGE22 
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

  • საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
    • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
    • ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;
    • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით.
    • სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთდევნილის, ვეტერანის  ან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოწმობა,  ცენტრში  წარმოდგენილი უნდა  იყოს  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ასლი დედანთან სწორი).

 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტი  საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება