სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ოცნება რომ აგისრულდება, ისეთი ემოციები მქონდა“- „ონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
17-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის და ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

სერგო ხიდეშელი, ონის მუნიციპალიტეტის მერი:

„ონის ეტალონი მოსწავლე“ უწერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანი მეტრეველი გახდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში პირველი ოთხი ადგილი ამავე სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანი მეტრეველი ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას. მუნიციპალიტეტი, მერია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები პროცესის მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართულნი. ჩვენ, აღნიშნულ პროექტს, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლეებს. მათ წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით კი ანი მეტრეველს ვულოცავ.

მანანა ჩაგელიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი: 

„ეტალონი“ მუნიციპალიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. მისი მიმდინარეობის პროცესს წლების განმავლობაში ვაკვირდები და შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი დინამიკა შეინიშნება, რადგან აქტიურად ერთვებიან არა მხოლოდ ქალაქ ონის, არამედ მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლის მოსწავლეები. ის რომ შარშან პიპილეთის, ხოლო წელს უწერის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“, ძალიან დიდი გამარჯვებაა. წელს პირველი 4 ადგილი სწორედ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, ასევე ათეულში მოხვდა კიდევ ერთი მოსწავლე. ეს იმის დასტურია, რომ ცოდნა ყოველთვის იმარჯვებს და ცოდნით შეიარაღებული ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამარჯვებულია. უღრმეს მადლობას ვუხდი „ეტალონს“, მთელ გუნდს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც ამ ღირსეულ პროექტშია ჩართული.


ნინო მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ეტალონი“ ჩვენი უსაყვარლესი პროექტია, რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეების ჩართულობა მაქსიმალურია. ეს მოსწავლეების მოტივაციის წყაროა. ისინი ყოველწლიურად ელიან, თუ როდის გაიმართება ინტელექტ-ჩემპიონატი. ეს პროექტი საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც ძალიან მოგვწონს, რადგან, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო. ამჯერადაც, მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი ქულა აიღეს. „ეტალონი“ პანდემიის პირობებში ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო, რომ ბავშვები წიგნებს, სასკოლო მასალას არ დაშორებოდნენ.  „ეტალონისთვის“ მზადებამ, რაღაც ეტაპზე, გვიშველა, რომ მოსწავლეები სწავლა-განათლებას არ მოწყვეტილიყვნენ.

ანი მეტრეველი - „ონის ეტალონი მოსწავლე“, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა:

სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი. ადრეც ვმონაწილეობდი და ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ თუნდაც ათეულში მოვხვედრილიყავი. რაც ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ რეჟიმში იმართება, რატომღაც არც იმედი მქონდა და არც იმხელა ენთუზიაზმი. რომ დამირეკეს და მითხრეს „ონის ეტალონი მოსწავლე“ გახდიო, მართლა უდიდესი ემოცია იყო, რადგან, როგორც აღვნიშნე, ამ შედეგს არ ველოდი. ოცნება რომ აგისრულდება, ისეთი ემოციები მქონდა. ტესტირების წინ გარკვეულ ინფორმაციას გადავხედე, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი მომზადება არ გამივლია. ადამიანები ყოველთვის განვითარებისა და წინსვლისკენ მივიწევთ, გვინდა რაღაც კარგი გავაკეთოთ და იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე გუშინ ან დღეს. როდესაც რაღაცას მიაღწევ, სწორედ ეს განცდა გეუფლება, რომ დღეს იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე გუშინ იყავი. ახლა ჩემი თავით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ, სანამ „ონის ეტალონი მოსწავლე“ გავხდებოდი, ამან თავდაჯერებულობაზეც იმოქმედა.

პანტელეიმონ მეტრეველი - მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა:

იმ შედეგს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დავაფიქსირე არ ველოდი. კონკურსისთვის წინასწარ ვემზადებოდი და მის დაწყებას ველოდებოდი. წელს მასში მონაწილეობა პირველად მივიღე და ეს ძალიან საინტერესო იყო. ზოგიერთი კითხვა მარტივი, ზოგი შედარებით რთული იყო. „ეტალონში“ მონაწილეობას მომავალ წელსაც მივიღებ.

მარიამ ჯოხაძე - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა:

მიღწეული შედეგი ძალიან გამიხარდა, ამისთვის ვემზადებოდი, თუმცა ამ წარმატებას არ ველოდი. „ეტალონში“ გასულ წლებშიც ვმონაწილეობდი, ახლა კი მესამე ადგილის მფლობელი გავხდი. ეს წარმატება, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი  მიღწევაა, რაც მოტივაციის მომცემია. ამით საკუთარი თავისადმი რწმენა გამეზარდა.

ნანული მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მუნიციპალიტეტიდან „ეტალონის“ ფინალში ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლე ანი მეტრეველი გადავიდა. მეორე და მესამე ადგილები პანტელეიმონ მეტრეველმა და მარიამ ჯოხაძემ გაინაწილეს. გამარჯვებული - ანი მეტრეველი სკოლაში გამორჩეული მოსწავლეა. ის სხვადასხვა აქტივობაში ხშირად მონაწილეობს და კარგად სწავლობს. ჩემი სკოლისთვის მიღწეული წარმატება, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის დონე გაიზარდა, ისინი უკვე აქტივობებს ელოდებიან, რათა ჩაერთონ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. როდესაც ისინი სხვადასხვა აქტივობისათვის ემზადებიან, ცდილობენ, ინტერნეტისა თუ წიგნების საშუალებით ცოდნა შეიძინონ, რაც მათი განვითარებისთვის სასარგებლო და ბევრისმომცემია.

ირმა რეხვიაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ უწერის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სკოლისთვის ნებისმიერი წარმატება და მით უმეტეს, ასეთ პროექტში, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები „ეტალონს“ წლიდან წლამდე ელოდებიან. მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ანი მეტრეველი ინტელექტ-ჩემპიონატში მონდომებული და მთელი სულითა და გულით ჩართული იყო. მიღწეული წარმატებით მოსწავლეები მეტად მოტივირებულები არიან, უფრო აქტიურობენ და ეს ყველაფერი მათზე დადებითად აისახა. რაც შეეხება მოსწავლეთა დაინტერესებას, ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ბავშვები კი მაქსიმალურად ჩართულები არიან. რაც ეს პროექტი დაიწყო, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.



ასევე იხილეთ:

2022 წლის „ონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევიან და ცოდნას ამოწმებენ“- ონის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ონელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება