მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნანული მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:
ონლაინ ტესტირების პროცესი ყველა ინსტრუქციის დაცვით მიმდინარეობდა, მოსწავლეები დამოუკიდებლად, შეუფერხებლად მუშაობდნენ, შედეგებიც შესაბამისია. ისინი კმაყოფილები იყვნენ და ტესტებზე პასუხები თავიანთი ცოდნით გასცეს. „ეტალონი“ საინტერესო და ბევრის მომცემი პროექტია. მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატს ელოდებიან ხოლმე და აქტიურად ერთვებიან. ისინი ბევრ ცოდნას იღებენ. რაც მთავარია, ამ პროექტში ხალისითა და ინტერესით მონაწილეობენ. მოსწავლეების ნაწილი ტესტირებაში სახლიდან ჩაერთო, ნაწილი კი სკოლიდან.
მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ კარგად მიმდინარეობდა, ტესტირების პროცესში არავითარი შეფერხება არ ყოფილა, მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ამ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს თვითგანვითარებაში ეხმარება. ზოგადად, ჩვენთვის სასკოლო სივრცეში არსებული პროექტები მისასალმებელია და მით უმეტეს „ეტალონი“. ბავშვებს სტიმული აქვთ, მოტივაციას უმაღლებს. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი izrune.ge-შიც აქტიურად არიან ჩართული. ამ ყველაფერს კი მე პირადად მივესალმები. მოსწავლეებს სიგელები, დიპლომები და სერტიფიკატებიც უხარიათ.
ჟუჟუნა ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონში“ მონაწილეობა ჩვენი სკოლის ორმა მეთერთმეტეკლასელმა მიიღო, მათგან ერთ-ერთი სკოლიდან ჩაერთო, ხოლო მეორე სახლიდან. მათ დამოუკიდებლად იმუშავეს. მოსწავლეებისთვის „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან კარგია. როგორც გავიგე, შეკითხვები ყველა საგნიდან იყო, ეს მოსწავლეების მობილიზებას ხელს უწყობს. ამ კონკურსში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან ჩვენ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გვყავდა. წელს, რატომღაც, ვერ იყო განწყობაზე და კარგად ვერ იმუშავა, მაგრამ არაუშავს. გამარჯვება, გამარჯვებაა და ამ წუთებს უკან ვერ დააბრუნებ. წლებია, ამ კონკურსში აქტიურად ვერთვებით და ამით მოხარულები ვართ.
რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა და მონაწილეობას მიიღებს. ტესტირების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ეს კონკურსი მოსწავლეებისთვის საინტერესოა და მასში აქტიურად ერთვებიან. ჩვენ „ეტალონში“ ყოველ წელს ვმონაწილეობთ. ერთხელ საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულიც გვყავდა, რაც ძალიან სასიხარულოა.
ნუნუ ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლის მოსწავლეები ჩემპიონატში მონაწილეობით ძალიან დაინტერესებული არიან. უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ ტესტირების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს გაუხარდათ, როდესაც გაიგეს, რომ „ეტალონი“ იწყებოდა. შედეგიც მშვენიერი მივიღეთ. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა, დამოუკიდებელ მუშაობას ეჩვევიან და ცოდნას ამოწმებენ. ჩვენ „ეტალონს“ ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩემს მოსწავლეებს მუნიციპალურ ეტაპზეც გაუმარჯვიათ.
ანა მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა დიდი ინტერესით მიიღეს, დამოუკიდებლად იმუშავეს, იაქტიურეს. ვკითხე, თუ რამდენად რთული იყო ტესტები და არ უთქვამთ, რომ რაიმე ძალიან ერთულათ და დაუძლეველი იყო. როგორც კი ვთქვით, რომ „ეტალონი“ იწყებოდა, განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორიიდან მონაწილეობის სურვილი ყველა მოსწავლემ გამოთქვა. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ დაინტერესება ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ და izrune.ge მოსწავლეებზე ორიენტირებული და მათ ინტერესებზე მორგებულია. მით უმეტეს, ონლაინ სწავლების დროს, მოსწავლეები თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს რომ სცდიან, ძალიან კარგია.
ასევე იხილეთ:მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ისაუბრეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, სამშობლოს უანგარო მსახურების მაგალითსა და ჭეშმარიტი სამოქალაქო ცნობიერების არსზე
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ი 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება - კანონპროექტი პარლამენტშია
„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ალექსანდრე პუშკინის ლექსი, რომელიც საქართველოს ეძღვნება
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს