სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“- ქართული ენის დღესასწაული ბარდნალის საჯარო სკოლაში
13-05-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. ჟიურიმ, რომელიც სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისაგან შედგებოდა საუკეთესო ნამუშევრები შემდეგ კატეგორიებში - კალიგრაფები, კომიქსების შემქმნელები, ნორჩი დეკლამატორები - გამოავლინა. 

მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ნამუშევრები წარმოადგინეს.

უფროსკლასელთათვის ინტელექტუალური თამაში - „რა ? სად? როდის?“ გაიმართა.

კითხვები ქართული ენიდან და ლიტერატურიდან იყო შერჩეული და კარგად ავლენდა როგორც საგნის ცოდნას, ასევე, ზოგადად, მოსწავლეთა წიგნიერების დონესა და ლოგიკური აზროვნების უნარს.

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი მეათე კლასმა მოიპოვა. მათი დამრიგებელი ირმა ლიპარტელიანი, ხოლო ქართულის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანია.
 
სააქტო დარბაზი გააფორმა ხელოვნების მასწავლებელმა ლალი კოპალიანმა.
 
„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ სკოლაში, ტრადიციისამებრ, დედა ენის დღე საინტერესო აქტივობებით აღვნიშნეთ.
საინტერესო ნიმუშები წარმოადგინეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, განსაკუთრებით გასახარი იყო პირველკლასელთა ორიგინალურად გაფორმებული ნამუშევრები (დამრიგებელი სოფო მიქაძე);
ასევე კალიგრაფიაში გამოირჩეოდა მეორეკლასელთა ნაწერები (დამრიგებელი ნატო ნემსწვერიძე) და მეექვსეკლასელი ლიზი ოქრიაშვილი;
სახალისო კომიქსები წარმოადგინეს მესამე (ქართულის მასწავლებელი მანანა ომანაძე) და მეოთხე (მასწავლებელი მარიკა ხაბულიანი) კლასებმა. გამოირჩეოდა მეექვსე კლასის მოსწავლეთა მიერ ლადო ასათიანის ლექს „ბარდნალას“ მიხედვით შექმნილი კომიქსები (ქართულის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება