სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ადიგენის მერია „ეტალონის“ სამ ყველაზე მაღალქულიან მონაწილეს ფულად პრიზებს გადასცემს
15-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ქვემო ენთელის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გორგოძე, რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ „ეტალონის“ თითოეულ მონაწილეს საჩუქრად წიგნები გადასცა. ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულს მერია 300 ლარს გადასცემს, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს კი  - 200-200 ლარს.

„ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ვარხანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლედი სახამბერიძე დაეუფლა.

იგი აღნიშნავს, რომ „ეტალონში“ მიღწეული გამარჯვება დიდი გამოცდილება და სტიმულია: 

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ეტალონში“ გამარჯვება დიდი გამოცდილება და სტიმულია ჩემთვის. მადლობა პროექტს, რომ მეტად თავდაჯერებული გამხადა. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანატოლებს. კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ჩვენ ცოდნით ვიქნებით ძლიერები და ცოდნით გავაძლიერებთ ქვეყანასაც“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გორგოძე „ეტალონს“ სახალხო და ეროვნული მნიშვნელობის პროექტად აფასებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

„ეტალონი“ მართლაც რომ, სახალხო და ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც განათლებულ მომავალ თაობას ზრდის და ახალისებს. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისთვის. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მოსწავლეებს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს“.

ადიგენის რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი მიესალმება პროექტში სკოლებისა და მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას:

„ყოველთვის გვახარებს ადიგენში „ეტალონის“ სტუმრობა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. მივესალმები პროექტში სკოლებისა და მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ინტელექტ-ჩემპიონატი და კიდევ დიდხანს ახარებდეს ჩვენს გულებს. წარმატებები „ეტალონსა“ და მონაწილეებს.“

„ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ დედა ფიქრია თოდუა ბედნიერია შვილის წარმატებით და მადლობას უხდის „ეტალონს“:

„უსაზღვროდ გახარებული ვარ ლედის გამარჯვებით. აქტიური და წარმატებული მოსწავლეა, ყოველთვის პირველობისკენ ისწრაფვის. იმედია, „ეტალონი“ მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება მისთვის და ყველა მონაწილისათვის. მადლობა პროექტს.“

„ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლედი სახამბერიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება