სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოვიღებდი სახელობო სწავლებას, რომელიც მოსწავლეს პროფესიის დაუფლებაში დაეხმარებოდა“- კვირიკეს N2 სკოლის დირექტორი მზიური ხარაზი
04-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორს, მზიური ხარაზს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- სასწავლო პროცესი პანდემიის პერიოდში მეტნაკლებად დიდი გამოწვევა იყო, როგორც პედაგოგებისათვის,  ასევე, მოსწავლეების და მშობლებისთვისაც, მაგრამ ამ პრობლემის გათავისებამ, ერთობლივმა თანამშრომლობამ შედეგი მაინც გამოიღო.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- თუ პანდემია გაგრძელდა ვფიქრობ, ჰიბრიდული მოდელი, სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობისთვის აუცილებელია.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ვფიქრობ, კარგია, რადგანაც იგი მოსწავლეთა მზაობას ამოწმებს.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- შემოვიღებდი სახელობო სწავლებას, რომელიც მოსწავლეს პროფესიის დაუფლებაში (სადურგლო, კულინარია, ჭრა-კერვა) დაეხმარებოდა.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?

- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, „სწავლა-სწავლებისათვის“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება