სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალ სასწავლო წელს გვექნება ახალი სკოლის შენობა და ძალიან ბევრ რამეს შევცვლით“- ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი
03-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორს, შახალ ისმაილოვს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- სასწავლო წელი უახლოვდება დასასრულს, ისე როგორც კოვიდპანდემია, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა განათლების სისტემაში. თუმცა, ჩვენი სკოლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მოსწავლეებისათვის სკოლაში მოსვლა ყოფილიყო უსაფრთხო და სახალისო.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- ჰიბრიდულმა მოდელმა საშუალება მისცა პრობლემების გამო მოსწავლეები არ ჩამორჩენოდნენ სასწავლო პროცესს; არ იქნება ურიგო, თუ რაიმე პრობლემის შემთხვევაში მოსწავლე ონლაინ სწავლებაში ჩაერთვება.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ სადიაგნოსტიკო ტესტირებამ ნორმალურად ჩაიაროს, თუმცა საჭიროებას ვერ ვხედავ.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- მომავალ სასწავლო წელს გვექნება ახალი სკოლის შენობა და ძალიან ბევრ რამეს შევცვლით. შემოვიტანთ ბევრ რესურს, გადავამზადებთ პედაგოგებს იმისათვის რომ საინტერესო გახდეს სასკოლო ცხოვრება და სწავლა-სწავლების პროცესი.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ ?

- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ძალიან აქტიური და შინაარსიანი პროცესია, რომელშიც ჩემი სკოლის მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები, იმისათვის რომ არაქართველ ბავშვებს უკეთ ვასწავლოთ სახელმწიფო ენა და მივცეთ საშუალება თავი იგრძნონ საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება