სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს
03-05-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა კვლავ ასახელეს და ENGLISH BOOK EDUCATION-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში HAPPY EASTER დამსახურებული, გამარჯვებულების სახელი მოიპოვეს.

მოსწავლეთა წარმატების შესახებ ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი წერილს ავრცელებს.

„დაბა თამარისის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ საკუთარ სივრცეში მოწიწებით აღზრდილ, საოცრად ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებიც დიდი შრომის უნარიანობით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. ამ ბავშვებმა მოახერხეს და ENGLISH BOOK EDUCATION-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში HAPPY EASTER დამსახურებული, გამარჯვებულების სახელი მოიპოვეს.

გულწრფელად მოხიბლული ვარ მათი ორგანიზებულობით, სწორი და პირდაპირი აღქმის ნიშნულებით. მსურს აღვნიშო ის ფაქტი, რომ გოგონები გარკვეული გარემოებების გამო სახლიდან მუშაობდნენ, თუმცა სათქმელი სწორად და ნიშანდობლივად გამოხატეს მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში.

ლიზი აბრამიშვილი, მარიამ გრძელიშვილი, ნარინ ალიევი, ეს გახლავთ ჩვენი ჭკვიანი და შემოქმედი მოსწავლეები, რომელებმაც ინგლისურ ენაზე სრულიად დამოუკიდებლად შექმნეს საინტერესო ნამუშევრები და დამსახურებულად მოიპოვეს რჩეულთა ხვედრი.

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებიც მოსწავლეების ორგანიზებულებაში არანაკლებ ჩართულები იყვნენ.

გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას“, - წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება