სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიება-გამოფენაში მონაწილეობდნენ
03-05-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ღონისძიება-გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. 

პროექტის, რომლის ფარგლებშიც ღონისძიება გაიმართა, გაეროს ბავშვთა ფონდი და ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ ახორციელებს. 

საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მოზარდებმა ახალგაზრდული კლუბები დააფუძნეს, რომელთა ძირითადი მიზანიც ადგილობრივ თემებში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოზარდებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა.

საგანმანათლებლო ღონისძიება-გამოფენა, რომლის მიზანიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ჰიგიენის კლუბების საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება გახლდათ, ქუთაისში გაიმართა. 

მასში მონაწილეობა ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებაც მიიღეს და თავი ღირსეულად წარმოადგინეს. 

ღონისძიებაზე ჰიგიენის კლუბების კუთხეები მოეწყო, აღნიშნული თემატიკის ნახატები გამოიფინა და დისკუსია გაიმართა.

„იუნისეფის“ კიდევ ერთი ულამაზესი პროექტის დასკვნითი დღე იყო დღეს, ღირსეულად წარსდგა ვანის მუნიციპალიტეტი და ჩვენი სკოლა, უამრავი მოწონება და მადლობა მივიღეთ საქართველოში „იუნისეფის“ ელჩის, ბატონი ღასან ხალილისგან და ყველა მოწვეული სტუმრისგან.
დიდი მადლობა ვანის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს და კულტურის სამსახურის უფროსს ქალბატონ ირმა ცხვარაძეს.
მადლობა ჩემს გუნდს“,- წერს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება