სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ეზოში ფიჭვის ნერგები დაირგო
03-05-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის (დირექტორი ლ. შოთაძე) ბაზაზე წლებია გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლისა და სამუსიკო სკოლების დეპარტამენტის ეკოლოგიური კლუბი (ხელმძღვანელი ლ. კეჟერაშვილი) ფუნქციონირებს.

ეკოკლუბის საქმიანობა შემოქმედებითი და დღევანდელობისთვის აქტუალურ საკითხებზე ორიენტირებულია.

ამჯერად, 28 აპრილი ეკოკლუბელთათვის გამორჩეულ დღედ იქცა. განხორციელდა მათი ჩანაფიქრი - სკოლის ეზოში ღია საკლასო სივრცის მოწყობის მიზნით  ფიჭვის ნერგები დაირგო; აღნიშნულ ადგილას მომავალში საბუნებისმეტყველო საგნისა და სხვადასხვა ინტეგრირებული გაკვეთილები ჩატარდება.

ნერგების დარგვისათვის საჭირო სამუშაოებში ეკოკლუბელი ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული. ისინი ხელმძღვანელის უშუალო მეთვალყურეობით, დიდი ყურადღებითა და ყველა წესის დაცვით, რგავდნენ ყოველ ძირს და ახალდარგულ ხეებზე პასუხისმგებლობასაც თავადვე იღებდნენ. ყოველ ნერგს ეკოკლუბელის სახით თავისი პატრონი ჰყავს. 

დაირგო 40 ცალი ხუთწლიანი ფიჭვი. ეკოკლუბელთა შემართება და საქმისადმი დიდი სიყვარული სათანადო შედეგს გამოიღებს. 

ეკოკლუბელთა მიზნის განხორციელებაში, საჭირო ნერგებით უზრუნველყოფა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელისა და სოფელ მარტყოფის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ებილაშვილის მხარდაჭერით მოხდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა და ეკოკლუბელებისადმი ყურადღება გამოიჩინეს მერიის წარმომადგენელმა, მამუკა გულიაშვილმა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სამუსიკო სკოლების დეპარტამენტის მენეჯერმა, ნანა სამხარაძემ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება