სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ცნებები, მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო შეკითხვები, ინდექსები - ტერმინოლოგიური ლექსიკონი პედაგოგებისთვის
10-04-2022
-
+


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2019 წელს დაიწყო. მასწავლებლებს სიახლეებთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაუტარდათ, შემდეგ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში ე.წ. ქოუჩებმა შეუმოწმეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი პედაგოგისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია ტერმინები, რომელიც სასწავლო პროცესის დაგეგმვისას გამოიყენება.

რას ნიშნავს ინდექსები ქართ.დაწყ.(I).1? I უცხ.დაწყ.(I)1? ასეთ შემოკლებულ ინფორმაციას ყველა საგნის პედაგოგი შეხვდება.

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ქართ.დაწყ.(I).1 „ქართ.“ - მიუთითებს საგანს „ქართული ენა და ლიტერატურა“; „დაწყ.(I).” - მიუთითებს I-IV კლასების სტანდარტს; „1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

I უცხ.დაწყ.(I)1.: „I უცხ.“ - მიუთითებს საგანს „პირველ უცხოურ ენას (ინგლისური ენა)“; „დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს; „(I)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს I-IV კლასებს; „1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

რას ნიშნავს საკვანძო შეკითხვა?

საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს. თემატური საკვანძო შეკითხვები გამომდინარეობს საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვებიდან და დაისმის თემის კონკრეტულ კონტექსტში. მათი ფუნქციაა:

  • მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
  • სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა;
  • თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ეტაპების განსაზღვრა.
საფეხურეობრივი საკვანძო შეკითხვები – ისინი თემატური საკვანძო შეკითხვებისგან განსხვავებით სავალდებულო ხასიათისაა. საფეხურებრივი შეკითხვები განზოგადებულად განსაზღვრავენ ვექტორებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს.


რა არის შეფასების ინდიკატორები?

შეფასების ინდიკატორები სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარეობს და აჩვენებს, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით, ინდიკატორები წარმოადგენს კონკრეტულ თემაში რეალიზებულ შედეგებს. ინდიკატორებში დაკონკრეტებულია ცოდნის ის სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით ყალიბდება კრიტერიუმები შეფასების რუბრიკებისთვის.

რა არის სამიზნე ცნება?

სამიზნე ცნება არის:

  • გრძელვადიანი მიზანი, რომელიც მთელი საფეხურის ფარგლებში რჩება ორიენტირად;
  • მუშავდება სხვადასხვა თემატურ კონტექსტში.

რას ნიშნავს მკვიდრი წარმოდგენები?

მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება სტანდარტის შედეგებზე დაყრდნობით. ეს არის ზოგადი წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მას თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა გაუადვილდეს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად. ეს არის ცოდნის ყველაზე უფრო ღრმა შრე. როდესაც მოსწავლე გაითავისებს, შეისისხლხორცებს და დასწავლილი თემა გონებითი ჩვევა გახდება.

ცნებები და მათი შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენები განსაზღვრულია სტანდარტით.

სწორედ ცნებები და მათი შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენებია ამოსავალი წერტილი კომპლექსური დავალების პირობის შედგენისას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება