სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წამყვანობასა და მენტორობაზე თუ აქვს მასწავლებელს პრეტენზია, ელექტრონული რესურსის გამოყენებაც უნდა შეეძლოს“ - ხათუნა ბარაბაძე
24-03-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველ პედაგოგებს, საგამოცდოდ ელექტრონული რესურსები მასწავლებლის სახლმა შესთავაზა, რაც საკმაოდ მოცულობითია - დაახლოებით 4000 გვერდი; გამოცდაზე გასვლის მსურველებს ზოგიერთი კომპანია თუ ცალკეული პირი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რესურსების დაბეჭდვასა და აკინძვას სთავაზობს. ხშირად ფასიანია საკურიერო მომსახურებაც, საბოლოოდ კი არაერთი მასწავლებელი გაწბილებული დარჩა - აკინძული „სახელმძღვანელოს“ ხარისხის, უფრო სწორად, უხარისხობის გამო და ამ ყველაფერში, მასწავლებლის სახლთან ერთად, განათლების სამინისტროც დაადანაშაულა.

უკმაყოფილო პედაგოგებმა სოციალურ ქსელში ამ საკითხს არაერთი პასკვილი მიუძღვნეს. საყოველთაო უკმაყოფილებას მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სტატუსს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით! ჩემი პოსტი ეძღვნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის რესურსების გავრცელებას. იცით, რა გამკვირვებია? ელექტრონული რესურსი აბსოლუტურად უფასოდ მოგაწოდათ მასწავლებლის სახლმა. მავანი და მავანი ამ პროცესებს საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის იყენებს. ამობეჭდეს ეს რესურსი და მასწავლებლებს კოლოსალურ ფასად შესთავაზეს.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ნუ შეუწყობთ ხელს ამ მავნე პრაქტიკას. თუ გინდათ ყიდვა, იყიდეთ, მაგრამ ნუ აღშფოთდებით და აგრესიას ჩვენსკენ ნუ გამოუშვებთ. ჩვენ მიერ ატვირთული მასალა არ არის მხოლოდ გამოცდისთვის. ეს არის ის, რაც კომპლექსური შეფასებისთვისაც (პრაქტიკული ნაწილისთვისაც) გამოგადგებათ.

XXI საუკუნეში, წამყვანობასა და მენტორობაზე თუ აქვს მასწავლებელს პრეტენზია, ელექტრონული რესურსის გამოყენებაც უნდა შეეძლოს. უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენეთ ელ. რესურსი და თუ თქვენი ნებით იყიდით ვიღაცის მიერ ამობეჭდილ და აკინძულ იგივე მასალას, ჩვენზე ნუ განაწყენდებით“!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება