სიახლეები
სიახლეები

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი სტუდენტებს
25-03-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაარსებიდან მეორე წელსვე შეძლო, საქართველოში  ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება გამხდარიყო. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, KIU-მ შეძლო პანდემიის პირობებში მაქსიმალური კომფორტი შეექმნა სტუდენტებისთვის.

როგორი იყო განვლილი ორი წელი, რა პროგრესს მიაღწია უნივერსიტეტმა დაარსებიდან  დღემდე და რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო ჰაბი აბიტურიენტებსა და სტუდენტებს - აღნიშნულ საკითხებზე ალექსანდრე თევზაძემ ვრცლად ისაუბრა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოაცხადა 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება. ამჟამად, უნივერსიტეტს ჰყავს ახალგაზრდების ორი ნაკადი - პირველ და მეორე კურსზე, ხოლო წელს ველოდებით მესამე ნაკადს. მოგეხსენებათ, გასული წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, KIU სახელდება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტად საქართველოში, ხოლო ჩვენი სტუდენტები ლიდერობენ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ჩვენთვის პრიორიტეტია სწავლების ხარისხი და საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარება. ვითარდება ის ინგლისურენოვანი პროგრამებიც, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც პანდემიამ შექმნა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წარმატებით ვახორციელებთ სწავლებას სტუდენტის არჩევანის მიხედვით როგორც ჰიბრიდულ, ისე სრულიად ონლაინ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ ვინარჩუნებთ „მწვანე კამპუსის“ სტატუსს, რაც საშუალებას გვაძლევს საუნივერსიტეტო კამპუსში იცხოვრონ ჩვენმა სტუდენტებმა და ამავე დროს, სემესტრის განმავლობაში  სააუდიტორიო სწავლების განსახორციელებლად ჩამოვიდნენ უცხოელი პროფესორებიც.

-როგორც ვიცით, KIU-ში სწავლა მარტივი ნამდვილად არ არის, სტუდენტები საკმაოდ დატვირთული არიან და სასწავლო პროცესიც არსებულ, ქართულ უნივერისტეტებთან შედარებით განსხვავებულია, როგორ შეეგუვნენ სტუდენტები KIU-ს და როგორია მათი შედეგები? რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ?

-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. მაღალია უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნებიც. იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს KIU-ში აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგნებში მიიღოს მაღალი შეფასება. როგორც უკვე აღვნიშნე, უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი დიდია, შესაბამისად კონკურსიც მაღალია. დღეისათვის ჩვენს უნივერსიტეტში ყველაზე მოთხოვნადია კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა.

უნივერსიტეტში მოქმედებს გრანტების ფონდი და საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები, ასევე სხვადასხვა სოციალური სტატუსის (წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით) მქონე სტუდენტებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საგრანტო პროგრამებს, მათ შორის: სწავლის დაფინანსებას, კამპუსში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსებას, KIU სტიპენდიას, KIU ბარათს, რექტორის სტიპენდიას. 

ორწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პირველადი ადაპტაციის პერიოდის შემდეგ ახალგაზრდები წარმატებით ართმევენ თავს საკმაოდ რთულ სასწავლო პროგრამებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გვყავს ბევრი გამორჩეული სტუდენტი. ისინი დაკავებულნი არიან კვლევითი საქმიანობით, ინოვაციებით, ქმნიან სტარტაპებს, პროექტებს/თამაშებს ვიზუალური მათემატიკის მიმართულებით. ჩვენი სტუდენტები დატვირთული აკადემიური ცხოვრების პარალელურად, ახერხებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით და სოციალურ კამპანიაში. გასული წლის შემოდგომაზე კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამის წარმატებული 15 სტუდენტი სასწავლო პროგრამით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში გაემგზავრნენ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიურ და სამეცნიერო გარემოს და მიეღოთ საუკეთესო გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია გერმანელ პარტნიორებთან ერთად და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. სწავლების ხარისხიც და მოდელიც საერთაშორისო სტანდარტის გახლავთ. როგორც ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, წლის მანძილზე KIU-ს კამპუსს არაერთი უცხოელი მეცნიერი სტუმრობს, ცვლილებებიც მხოლოდ პოზიტიური დინამიკით მიემართება წინ.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია გერმანელ პარტნიორებთან ერთად და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. სწავლების ხარისხიც და მოდელიც საერთაშორისო სტანდარტის გახლავთ. წლის მანძილზე KIU-ს კამპუსს არაერთი უცხოელი მეცნიერი სტუმრობს. მსოფლიოს წამყვანი პროფესორები ადგილზე უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტებს. უნივერსიტეტი არაერთ აქტივობას და ღონისძიებას ახორციელებს საერთაშორისო მიმართულებით. KIU უკვე განიხილება, როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული და მომავლის  საგანმანათლებლო სივრცე. ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკეთესო ალტერნატივაა, საქართველოში მიიღონ მაღალკვალიფიციური, ევროპული განათლება მსოფლიოს წამყვანი პროფესორების ჩართულობით.  მოთხოვნა და ინტერესი უნივერსიტეტის მიმართ მზარდია, შესაბამისად KIU-ს გუნდი ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პირველ ციკლს. პირველი კურსდამთავრებულის გამოშვებამდე ჩვენი აკადემიური გუნდისთვის ყოველი წელი - პირველი წელია, რადგან პირველად ხორციელდება 4-წლიანი პროგრამის საფეხური. დღეს ჩვენ ამ გზის მხოლოდ ნახევარი გვაქვს გავლილი. ვფიქრობ, ცვლილებები უნივერსიტეტში პოზიტიური დინამიკით მიდის წინ. ყოველ წელს უნივერსიტეტს ემატება ახალი პროფესორ-მასწავლებლები უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. KIU-ში გაიზარდა წარმატებული სტუდენტების რაოდენობა. თუ პანდემიის დროს გარკვეული აქტივობები დისტანციურად ხორციელდებოდა, დღეს უკვე პირისპირ, აუდიტორიებში მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ევროპელი პროფესორები აქტიურ რეჟიმში ატარებენ არა მხოლოდ ლექციებს, არამედ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, რომელიც სხვა წარჩინებული ახალგაზრდებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. უნივერსიტეტში შეიქმნა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები, ვითარდება და იზრდება ინფრასტრუქტურაც. უკვე აქტიურ ფაზაშია ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარება. ახალგაზრდები თავად ქმნიან და ახორციელებენ საინტერესო ბიზნეს პროექტებს, მუშაობენ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი მიმართულებებითაც. მოკლედ, ნამდვილი ახალგაზრდული საგანმანათლებლო კერაა KIU-ში, სადაც საფუძველი ეყრება მომავალი თაობის განვითარებას.“

მისივე თქმით, მომავალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი არაერთ სიახლეს შესთავაზებს სტუდენტებს, მათ შორის: უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეს ემატება მულტიდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს KIU-ს კვლევით პოტენციალს. უნივერსიტეტში სწავლა ახალგაზრდებისათვის იქნება უნიკალური გამოცდილება, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში. 

KIU-ში შეიქმნა ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს KIU-ს რეგიონის წამყვან სამეწარმეო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს, ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა დაამყაროს და სტუდენტები მოამზადოს საერთაშორისოდ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. შედეგად, KIU-მ TUM-თან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად მუშაობს KIU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობის და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაზე. საბჭოს წევრები არიან უცხოეთის და საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მენეჯმენტის გუნდის წევრები. KIU-მ TUM International-თან ერთად ჩაატარა კერძო-საჯარო პარტნიორების სემინარების ციკლი. შედეგად, რამდენიმე პროექტის კონცეფცია შემუშავდა, რაც საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

უნივერსიტეტის გეგმები მასშტაბურია. KIU ითვალისწინებს თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას. უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელშიც განთავსდება ორი ციკლოტრონი - ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. კვლევითი ცენტრი სტუდენტებს შესთავაზებს მულტიდისციპლინურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას, სტუდენტები შეძლებენ უშუალო შეხება ჰქონდეთ თანამედროვე კვლევით თემატიკასთან. KIU მუდმივად აუმჯობესებს და ავითარებს სწავლებისა და მომსახურების სერვისს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ქმნის ახალ პროგრამებს და ინარჩუნებს რეგიონის წამყვანი საგანმანათლებლო სივრცის სტატუსს. უნივერსიტეტი აღრმავებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო წრეებთან და კომპანიებთან.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შეკითხვებს უპასუხეს, ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს მონდომებით პასუხობდნენ
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგები საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის შესახებაც ესაუბრნენ
ამ დღის მასშტაბურ აღნიშვნას დიდი სიამოვნებით შეუერთდა  ბერშუეთის საჯარო სკოლაში არსებული წიგნის კითხვის კლუბი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება