სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ჭაბაშვილის წარმატება ესეების კონკურსში
22-03-2022
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-8ე კლასის მოსწავლე, მარიამ ჭაბაშვილმა ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

14 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოცხადდა. 

კონკურსის თემა გახლდათ - „ბავშვის უფლებები და ინკლუზიური განათლება“. მისი მიზანი კი იყო მოსწავლეებში ბავშვის უფლებებზე და განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე ცნობადობის ამაღლება, საუბარი ისეთ მწვავე თემატიკაზე, როგორიცაა ბავშვის უფლებების დარღვევა და ამ უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოსწავლემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის სკოლებიდან.

გამოვლინდა საუკეთესო ესეს სამი გამარჯვებული ავტორი.

23 თებერვალს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა ღასან ხალილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა მაკა ბერიძემ, როგორც გამარჯვებული, ასევე მონაწილე ესეების ავტორი ბავშვები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. 

​ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-8ე კლასის მოსწავლე, მარიამ ჭაბაშვილი, ერთ-ერთი გამარჯვებული ესეს ავტორია.

სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი აღსაზრდელების მიღწეული წარმატებებით, მარიამს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომშიც შემოქმედებით წინსვლას უსურვებს.

სკოლა ასევე მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვისთვის.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება