სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სკოლისთვის ყველაფერი მოსწავლეთა შედეგებით განისაზღვრება“ - მერაბ ფურცელაძე, ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
22-03-2022
-
+


მერაბ ფურცელაძემ სკოლის კარი პირველად 1980 წელს შეაღო, თუმცა მის კარიერულ ცხოვრებაში იყო 4 წელი (1998-2002 წლები), როდესაც საყვარელ საქმეს ვერ ემსახურებოდა, რადგან ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარედ აირჩიეს. სკოლაში 2002 წელს დაბრუნდა და უკვე, 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც გამოცდა ჩააბარა და სერტიფიკატი აიღო ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ამპლუაში მოღვაწეობს.

სკოლის წარმატებული ხელმძღვანელი პროფესიით ისტორიკოსია და სტუდენტობის პერიოდშივე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ცხოვრება სკოლისთვის უნდა დაეკავშირებინა. საყვარელი საგნის მოსწავლეებისთვის სწავლებას ორი წელია აღარ აგრძელებს, რადგან საკუთარი საათები სულგრძელად იმ მასწავლებელს დაუთმო ვისაც ეს სჭირდებოდა.

მერაბ ფურცელაძის თქმით იმისთვის, რომ სკოლას და არამარტო სკოლას, წარმატებით ხელმძღვანელობდე აუცილებელია საქმისადმი ერთგული და პროფესიონალი გუნდი შექმნა, რისთვისაც ადამიანი ლიდერის უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს.

რითი განისაზღვრება სკოლის წარმატება, რას ფიქრობს დიფერენცირებულ სწავლებაზე, ფიქრობს თუ არა, რომ 5 წლის ასაკის ბავშვს სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხებზე პასუხებს ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორთან, მერაბ ფურცელაძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. ინტერვიუს დაწყებამდე, კი დირექტორმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

- არამარტო ბავშვები, თითოეული ჩვენგანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ძალიან მტკივნეულად აღვიქვამთ. მოსწავლეები კი განსაკუთრებულად აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც შუქდება. ყველანაირად ვცდილობთ მათი ემოციების სწორად გამოვლენას შევუწყოთ ხელი და ჩარჩოებში მოვაქციოთ, რათა სწორად იყვნენ გათვითცნობიერებულები თუ რას ნიშნავს ომი. მათ მიერ შექმნილი ნახატები მეტყველებს იმაზე, რომ გულგრილნი არ არიან იმ მოვლენების მიმართ რაც უკრაინასა და მთელს მსოფლიოში ხდება.

- მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ უნდა შეიცვალოს თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა და დაემატოს თავდაცვის გაკვეთილები?

- უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაკვეთილები მე-12 კლასში დღესაც ისწავლება, მაგრამ თუ სხვა კლასებშიც დაეთმობა საათები ცუდი არ იქნება. სხვა საკითხია ეს რამდენად მოსახერხებელი და შესაძლებელი იქნება... სკოლაში მაგალითად, ევაკუაციის გეგმა გვაქვს, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დგება და თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული. დამრიგებლები ევაკუაციის გეგმას მოსწავლეებს აცნობენ და ბავშვებმა იციან რა დროს, როგორ უნდა მოიქცნენ და რა უნდა გააკეთონ.

- ორი წელია კოვიდპანდემიის პირობებში ვცხოვრობთ. როგორ შეაფასებთ ამ წლებს?

- ჩვენს სკოლაში ვირუსის შემთხვევები ძალიან იშვიათად დაფიქსირებულა და წინა თუ ახლანდელი სასწავლო წლების განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე სულ ორი კლასი მყავდა გადაყვანილი. სასწავლო პროცესი ჩვენთან არასოდეს შეწყვეტილა, ვინაიდან კოვიდრეგულაციებსა თუ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვიცავთ, რის ხარჯზეც ის მოვახერხეთ, რომ 2 კლასი გვყავდა ონლაინ ფორმატზე 8 დღით გადაყვანილი. არის მშობლების კატეგორია, რომელთაც შვილების სკოლაში გამოშვება ეშინიათ, ასეთი სულ 12 მოსწავლე გვყავს და ისინი სწავლას შეუფერხებლად დისტანციურად განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ამ დროს ბავშვს ის ცოდნა მისცე, რაც პირდაპირ რეჟიმშია შესაძლებელი, ჩვენი პედაგოგები ამას მაინც ახერხებენ. მასწავლებლებიც ძალიან მოტივირებულები არიან, რომ ის ბავშვებმა, რომლებიც ონლაინ სწავლობენ ხარისხიანი და ეფექტური განათლება მიიღონ.

- ბატონო მერაბ, როგორ ფიქრობთ სკოლის წარმატება რითი განისაზღვრება, მოსწავლეების მიღწევებით თუ სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობით?

- ჩემს სკოლაში სულ 27 პედაგოგია, მათგან ცხრა წამყვანის სტატუსის მქონეა დანარჩენი კი უფროსი. ვფიქრობ, თუ მოსწავლეთა შედეგი სკოლას არ აქვს სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობა არაფერს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, მოსწავლეთა სწავლების ხარისხია აუცილებელი და ამ მხრივ, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსწავლეები როდესაც სკოლას ამთავრებენ (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით აბარებენ, იღებენ გრანტებს, რაც იმას მიუთითებს, რომ ჩვენი პედაგოგები შედეგებს აღწევენ. ყველაფერი მოსწავლეთა შედეგებით განისაზღვრება.

- როგორ ფიქრობთ, სკოლის დახასიათებასა და აკადემიურ ნიშნებს უნდა ჰქონდეს თუ არა გავლენა?

- ამ საკითხზე დირექტორებშიც, პედაგოგებშიც და ზოგადად, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. პირადად მე ჩემი მაგალითი მინდა მოვიყვანო... როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი ჩემს დროს ნიშნებს ყურადღება ექცეოდა. სკოლაში საერთო, წლიურ ნიშანს ქულა ემატებოდა და თუ ეს აღდგება ვფიქრობ, ცუდი არ იქნება. ზოგი მიიჩნევს რომ ამით ნეპოტიზმი და მიკერძოებულობა გაიზრდება, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. თუკი ეს ტრადიცია აღდგება რომ ატესტატს, საერთო ნიშანს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს ყურადღება მიექცევა ეს მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციას გაზრდის.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა სკოლა დიფერენცირებული სწავლებისთვის მზად?

- რიგი საკითხების მოგვარების შემთხვევაში დიფერენცირებული სწავლება კარგი და შედეგიანი იქნება. კაბინეტ-ლაბორატორიების მხრივ სკოლა ჯერ ისე მზად, რომ იმ მოთხოვნების დონზე ისწავლებოდეს, რათა ბავშვს სხვა არაფერი დასჭირდეს და მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბაროს, არ არის. მოსწავლეები იმ მწირი ბაზისა, რაც სკოლებს გაგვაჩნია აბარებენ, თუმცა აქ საუბარი მაღალ შედეგებზეა. დირეფერნცირებული სწავლება ძალიან კარგია, მაგრამ ეს მოითხოვს კაბინეტ-ლაბორატორიების გადახალისებას და ამასთანავე, ფინანსური საკითხიც სხვანაირად არის გადასათვლელი.

- ბატონო მერაბ, ძალიან აქტუალურია პირველკლასელების საკითხი... როგორც დირექტორი, რას ფიქრობთ, ბავშვს 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს?

- ამ საკითხის ირგვლივაც აზრები იყოფა. პირადად მე ვფიქრობ, რომ იმ წელს დაბადებულ ბავშვს ვისაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს. ის რომ სწავლა 15-ში იწყება, ხოლო ბავშვი 6 წლის 16 სექტემბერს ხდება და ამის გამო სკოლაში ვერ ვღებულობთ უხერხულიც კია. დავუშვათ, 2015 წელს დაბადებულ ბავშვებს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ პირველ კლასში შევიდნენ.

- როგორ ფიქრობთ, სოციალური მუშაკების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელია და რამდენად შედეგიანია?

- სოცმუშაკების ჩართულობა იმ შემთხვევაში გვჭირდება, როდესაც სოციალურად დაუცველი მოსწავლეები გვყავს ასეთი კი ჩვენს მაგალითზე ოთხია, რომელთაც ეს სერვისი ესაჭიროებათ. ჩვენი მათდამი მიმართვა საკმარისია იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდგნენ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მის გადაჭრაში დაგვეხმარონ. ფსიქოლოგს რაც შეეხება, კი არის შემთხვევები, როდესაც მათი სკოლაში არსებობა საჭიროა, თუმცა ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჩვენნაირი სკოლები ფინანსების ძალიან დიდ დეფიციტს განიცდიან.


- ბატონო მერაბ, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ბავშვებს ყველაზე მეტად რა აწუხებთ?

- დღევანდელ ბავშვებს ყველაზე მეტად კომპიუტერზე და ტელეფონზე დამოკიდებულება აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვითარდება ბავშვის ტექნიკაზე მიჯაჭვულობა დღევანდელი პატარებისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.

- და ბოლოს, რას ეტყოდით თქვენს მოსწავლეებს?

- სკოლაში 1980 წლიდან ვიმყოფები რაც არც ისე ცოტა დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ეს ნაბიჯი მე ბავშვების დიდმა სიყვარულმა გადამადგმევინა და ვუსურვებ: მშვიდობიან ცხოვრებას, წარმატებულ სწავლას და ცხოვრებაში ისეთი სახელოვანი ადამიანები დამდგარიყვნენ როგორიც მათ და ჩვენ გვსურს; როგორც ჩემ შვილებსა და შვილიშვილებს ვუსურვებ ბედნიერებას და მშვიდობიან ცხოვრებას აი, ასევე ვუსურვებ ჩემს სამას პატარას, იგივე ჩემ შვილებს, რომლებიც სკოლაში მოღვაწეობენ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბაღში ბავშვზე ძალადობენ - რეაგირების დოკუმენტი შემუშავდა
„ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის” - ინფორმაცია სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
ვის ეხება ტესტირება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
რა შემთხვევაში ვერ აირჩევთ საგანმანათლებლო პროგრამას და სად უნდა მოძებნოთ კოდი
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს
მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
სკოლაში, მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავენ
საინტერესო
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება