სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ნიახურისა და მანავის ციხეების შესახებ საინტერესო ფაქტებს გვიზიარებს
16-03-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი ნიახურისა და მანავის ციხეების შესახებ საინტერესო ფაქტებს გვიზიარებს. 

საინფორმაციო ტექსტში, რომელსაც „პატარა ჩაილურის დიდი ამბები“ ჰქვია, ნინო დოხტურიშვილმა სოფელ პატარა ჩაილურის ისტორია მოყვა.

„პატარა ჩაილურის დიდი ამბები“

„საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩილურში მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში აუგიათ სიმაგრე და უწოდებიათ მისთვის „ნიახურის ციხე“, რაც ქართულად „უთავოების ციხეს„ ნიშნავს. ის მთის მაღალ ფერდობზე მდებარეობს, ხოლო მისკენ მიმავალ გზას ტყე ფარავს და გაუვალია. ასეთ გარემობაში ძნელია ციხის დეტალურად დათვალიერება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისტორიულ ცნობებს დავყრდნობოდით და ვიზუალურად მიღებული შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა თქვენთვის. ამ ციხის კედლები გაჟღენთილია იმ უდანაშაულო ადამიანების სისხლით, რომელიც შეეწირნენ მტრის მახვილს. აქედან გამომდინარე,  სახელი „უთავოების ციხე“, ზუსტად უწოდებიათ მისთვის. ლეგენდა მოგვითხრობს: როგორც ვიცით, კახეთს შიდა და გარე  მტერი ბევრი ჰყავდა: თურქები, ოსმალები, მონღოლები, თათრები.

ისინი მონაცვლეობით აოხრებდნენ კახეთს და ქართველ ერს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. ვაჟკაცი ვერ ასწრებდა ხმლის ქარქაში ჩაგებას, რომ მტერი უკვე კარს იყო მომდგარი, ხოლო ქართველი ქალი ცალი ხელით აკვანს არწევდა და მეორე ხელით ხმალს იქნევდა. ერთ-ერთი შემოსევის დროს თურმე, როცა მუსულმანმა დამპყრობლებმა ალყა შემოარტყეს კახეთს და მისი აღება განიზრახეს, სისხლის ღვრითა და სისასტიკით. ქანცგაწყვეტილ მეომრებს ძალა არ ეყოთ, ქვეყანა სათანადოდ დაეცვათ. ხალხისთვის სხვა ხსნა აღარ იყო თუ არა ის, რომ თავი სადმე შეეფარებინათ. ციხე კი ამისთვის საუკეთესო ადგილი იყო, ეგონათ, რომ ციხის ძლიერი კედლები და მისკენ მიმავალი ტალახით დაფაული გზა, მტრის თვალს შეუმჩნეველი დარჩებოდა. სამწუხაროდ, მათი ფიქრი არ გამართლდა. ციხის კედლებში გამომწყვდეულ ხალხს, წყურვილი ახრჩობდა და შიმშლი მოსვენებას უკარგავდა. ბოლოს ერთხმად გადაწყვიტეს ერთი ყმაწვილი წასულიყო მდინარეზე და შეუმჩნევლად ამოეტანა წყალი, მტრის მზვერავმა შეამჩნია იგი და უკან მიჰყვა. მეორე დღეს მუსლუმანები ციხეში შეიჭრნენ  და ყველას ასაკის განურჩევლად თავები წააცალეს. სწორედ ამიტომ უწოდეს ამ ციხეს „უთავოების ციხე“.

ის დანგრევის პირას იყო, მაგრამ მკვიდრმა მოსახლეობამ ეს არ დაუშვა, ციხის აშენებაში დიდი ღაწლი მიუძღვის  გიგა ღვინაშვილს, გიორგი ბარბაქაძეს, გიგა ბარბაქაძეს, გიორგი გორელიშვილს.

დაახლოებით ასეთივე ისტორია უდევს საფუძვლად მანავის ციხეს, რომელიც  4 კილომეტრით არის მოშრებული ნიახურის ციხიდან. მანავის ციხე ააშენს მეათე- მეთერტმეტე საუკუნეში. მტრის შემოსევების შემდეგ დაინგრა და ხელმეორედ აშენდა.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მანავის ციხეს წლების განმავლობაში აშენებდნენ, მაგრამ ამაოდ. კედლები ინგრეოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ციხის კედლებში ჩაეტანებინათ ბავშვიანი ქალი, რომლის ფრესკა დღესაც არის გამოკვეთლი ციხის კედლებზე.  დიდი მსხვერპლის შეწირვის შემდეგ, მანავის ციხე აღარ დანგრეულა და ახლა სოფლის თვალსაჩინოებას წარმოადგენს.

მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ხალხმა „ნიახურის ციხიდან“ „მანავის ციხემდე“ გვირაბი გაიყვანა, რითაც მტრის შემოსევას წინასწარ ატყობინებდნენ,  ხოლო მანავის ციხეს კავშირი ჰქონდა უჯარმის ციხესთან და ასე იქმნებოდა ერთსულოვნება, რომელიც მტრის დამარცხებაში უწყობდა ხელს“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება