TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს - მოდულების ჩამონათვალი
15-03-2022
-
+


სტატუსიანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სავალდებულო ტრენინგები იწყება. მასწავლებლებს უფლება აქვთ, მოდულების ვრცელი ჩამონათვალიდან თავიანთთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე აირჩიონ.

პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ორი ან სამი მცირესაათიანი მოდულის არჩევის შემთხვევაში, საათების ჯამური ოდენობა არ აღემატებოდეს სტატუსით განსაზღვრულ საათობრივ ოდენობას. უფროსი მასწავლებლისთვის სავალდებულოა, საათების ჯამური რაოდენობა იყოს 20, წამყვანი მასწავლებლისთვის - 12, მენტორი მასწავლებლისთვის კი - 6 საკონტაქტო საათი.

უფროს მასწავლებლებს ასარჩევად 65 მოდული აქვთ, ჩამონათვალში გაერთიანებულია როგორც საგნობრივი ტრენინგები, ასევე ზოგადპროფესიული უნარები. ერთი 20 საათიანი მოდულის არჩევის ნაცვლად უფროს მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ორი 10-საათიანი, ან 8 და 12-საათიანი მოდულები. მაგალითად, ბუნების უფროს მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს ორი მოდული: ეფექტური ონლაინსწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის (12 საათი), ასევე შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების დროს უფროსი მასწავლებლებისათვის (8 საათი). უფროსი მასწავლებლებისთვის მოდულების ჩამონათვალი დეტალურად იხილეთ ბმულზე.

რამდენიმე მცირესაათიანი მოდულის არჩევანის უფლება აქვთ წამყვან პედაგოგებსაც. მაგალითად, წამყვანებს ქვემოთ ჩამოთვლილი 6-საათიანი მოდულებიდან ორის არჩევა შეუძლიათ:

  • როგორ დავგეგმოთ და წარვმართოთ პრაქტიკის კვლევა
  • საჭიროებათა კვლევა
  • მონაცემთა ანალიზი
  • კიბერბულინგის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით
  • ენობრივი ბარიერის გადალახვა ვირტუალურ სასწავლო გარემოში
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე
  • დიფერენცირება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე
  • მიკროკონტროლერი და მისი პროგრამირება წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის

წამყვანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩამონათვალი (60 მოდული) დეტალურად იხილეთ ბმულზე.

რაც შეეხება მენტორ პედაგოგებს, უმაღლესი სტატუსის მქონე მასწავლებლებმა არჩევანი 23 მოდულიდან უნდა გააკეთონ. მენტორებისთვის განკუთვნილი სავალდებული ტრენინგების არჩევანი იხილეთ ბმულზე.

საყურადღებოა, რომ როდესაც პედაგოგი სასურველ ტრენინგს/ებს აირჩევს, საათობრივი გადაჭარბების შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული. გამონაკლისს წარმოადგენს Edx პლატფორმაზე განთავსებული მოდულები.

მასწავლებლის სახლი პედაგოგების გადამზადებას 1 აპრილიდან დისტანციურად დაიწყებს. ტრენინგები Teams-ში ჩატარდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება