სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა - ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია
10-03-2022
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მიმზიდველი და საინტერესო გახადოს. ამ მიზნით გიმნაზია ხშირად მიმართავს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო სახალისო აქტივობებს, რომლიც მოსწავლეებს უბიძგებს რომ სასწავლო პროგრამის გარდა სურვილი გაუჩნდეთ უფრო მეტი ისწავლონ, რათა შემდგომ თავი გამოიჩინონ საკუთარი ცოდნით.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე etaloni.ge -სთან აღნიშნავს, რომ მოსწავლეები საკუთარი ცოდნის წარმოჩენას, ამჯერად, ინტელექტუალურ კონკურსში „რა? სად? როდის?“ ფარგლებში ცდილობენ. დეკანოზის თქმით, ინტელექტუალური თამაში საგაზაფხულო არდადეგების გამოცხადებამდე დაიწყო და სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ გაგრძელდება, ხოლო შეჯიბრში გამარჯვებული მოსწავლეებს მეტი მოტივაციისთვის სიმბოლური, წამახალისებელი პრიზი გადაეცემათ.

„ჩავატარეთ ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზედა საფეხურის მოსწავლეებმა. შემეცნებით თამაშში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. პირველ ეტაპზე თამაშს გამოეთიშა ის კლასი რომელმაც ყველაზე დაბალი ქულა მიიღო. შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. კონკურსი ხანგრძლივი დროზეა გათვლილი, ახლა მოგეხსენებათ რომ საგაზაფხულო არდადეგების პერიოდია, შესაბამისად, სკოლაში დაბრუნების შემდგომ გავაგრძელებთ თამაშს. ყოველ ეტაპზე ყველაზე დაბალი ქულის მქონე კლასი გამოეთიშება თამაშს, საბოლოოდ გამარჯვებულს კი გიმნაზია სიმბოლურ საჩუქარს გადასცემს, რითაც ვეცდებით კიდევ ერთხელ წავახალისოთ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები;

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება