სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში თითოული მოსწავლის საჭიროება იციან 
09-03-2022
-
+


უკვე ორი წელია სკოლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინი და დასწრებითი სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული მოდელი უკვე საკმაოდ დამკვიდრდა, დაგვეთანხმებით რომ სიტუაცია მაინც არასტანდარტულია და ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლებს ნამდვილად გაორმაგებული შრომა უწევთ თითოეულ მოსწავლესთან, რათა გაიგონ და მოერგონ მათ საჭიროებებს. სწორედ ასე უდგება ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია თავის მოსწავლეებს.

გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე etaloni.ge -სთან საუბრისას, განსაკუთრებულ მადლობას უხდის მასწავლებლებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ იმისთვის რომ აღზარდონ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, რომლებიც საამაყონი იქნებიან ქვეყნისთვის. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, იმისთვის რომ თავადაც აქტიურად იყოს ჩართული და იცოდეს, რა საჭიროებები აქვთ მის მოსწავლეებს ყოველკვირეულად ხვდება დამრიგებლებს და დეტალურად იგებს ინფორმაციას თითოეული კლასისა და მოსწავლის შესახებ.

„შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იცით ხშირად გვიწევდა სასწავლო ფორმატის ცვლილება - საკლასო ოთახიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და პირიქით. შესაბამისად, მე როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, ყოველკვირეულად ვხვდები დამრიგებლებს და ვეცნობი დეტალურ ინფორმაციას თითოეული კლასის შესახებ. ვიგებ რა მდგომარეობაა კლასში მოსწავლეთა აკადემიური კუთხით, როგორია დასწრების მაჩვენებელი, რა პრობლემების ან გამოწვევების წინაშე არიან და ა.შ.

თითოეული დამრიგებელი ყოველთვის ინფორმირებულია და იცის მისი მოსწავლის საჭიროება რა არის, იქნება ეს საკლასო ოთახში სწავლა თუ დისტანციური  ფორმატი. მასწავლებლები ყოველთვის ინტერესდებიან და მოსწავლის მიერ გაცდენილი გაკვეთილის შესახებ მუდმივად აწვდიან ინფორმაციას მშობლებს. ამოწმებენ მიზეზს თუ რატომ ვერ დაესწრო მოსწავლე გაკვეთილს და შეუძლიათ თუ არა მათი დახმარება მასწავლებელს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

მინდა ჩემი მასწავლებლებს მადლობა გადავუხადო, რადგან განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან თითოეულ მოსწავლეს და მაქსიმალურად არიან ჩართულნი ჩვენი მოსწავლეების საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესში. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სასულიერო გიმნაზია და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სულიერ აღზრდას. მინდა დაგარწმუნოთ რომ ჩვენი პედაგოგები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის რომ ჩვენი მოსწავლეები აღიზარდონ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, იყვნენ ჩამოყალიბებული საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც გამოადგებიან როგორც ერს, ისე ეკლესიას“, - აღნიშნავს დეკანოზი პავლე ცერცვაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება