დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
09-03-2022
დაკოპირებულია
-
+
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლაში პედაგოგებმა შეაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც უკრაინაში გაგზავნიან. მათ თავიანთი პოზიცია, თანადგომა და თანაგრძნობა ასე გამოხატეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და ყველას მშვიდობას უსურვებენ.
„პედაგოგიური კოლექტივი თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს და სურვილი გვაქვს მცირედით დავეხმაროთ მათ ამ უმძიმეს დღეებში, სკოლაში შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის“,- წერს სკოლა.