სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
28-02-2022
-
+


მარნეულის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად თემებზე - „იმოქმედე ოკუპაციის წინააღმდეგ“ და „ოკუპაცია და ადამინის უფლებები“ პრეზენტაციები წარადგინეს.

აღნიშნული აქტივობები 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს მიეძღვნა და სასკოლო პროექტის ეგიდით განხორციელდა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემის, ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრაზე ასევე გაანალიზდა უკრაინასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. მოსწავლეები თავად პოულობდნენ კავშირს 1921 წლის 25 თებერვალსა და 2022 წლის 25 თებერვალს შორის. გაიმართა დისკუსია, რომელიც დასრულდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნით.

ასევე, აღნიშნულ შეხვედრაში სკოლის მშობელთა კლუბი მონაწილეობდა, რომლებმაც ქართულ ენაზესაკუთარი პოზიციები წარადგინეს.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება