TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განათლების სისტემამ პანდემიის პერიოდში ძალიან მძიმე გამოცდა გაიარა“ - ლიანა ერგემლიძე, კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი
28-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორ ლიანა ერგემლიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მოგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ჩემი აზრით, მაინცდამაინც არ არის მიმზიდველი პედაგოგის პროფესია. მათ იციან, რომ პედაგოგის პროფესია არის მეტად საპასუხისმგებლო, შრომატევადი, მოითხოვს  აუცილებელ განათლებასა და ცოდნას. აგრეთვე, მოსწავლეებთან პედაგოგიურ მიდგომებს. ამდენად, მე  მგონია, რომ ეს არის საკმაოდ რთული პროფესია.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ჩემი აზრით განათლების სისტემაში არის საგნები, სადაც კადრები განიცდის დეფიციტს. მაგალითად,  საბუნებისმეტყველო საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, აგრეთვე, ნაწილობრივ სპორტიც. კადრების  დეფიციტი განპირობებულია სამუშაოს სირთულით.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მივესალმები მასწავლებლისთვის გამოცდების ჩატარებას, რადგანაც ცოდნის დონის შემოწმება გამოცდებითაა შესაძლებელი. მხოლოდ საჭიროა მათთვის სატრენინგო მომზადება და ამ მხრივ გარკვეული  დახმარების გაწევა. სკოლის დირექციამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ მომზადებას გამოცდებისათვის.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- ძალიან მძიმე გამოცდა გაიარა განათლების სისტემამ პანდემიის პერიოდში. შევხვდით ბევრ  წინააღმდეგობასა და დაბრკოლებებს, მაგრამ დიდი შრომისა და მონდომების შედეგად ვისწავლეთ და  თითქოს ჩვეულ რეჟიმად გვექცა დისტანციური სწავლება, თუმცა უნდა ითქვას, რომ არის გარკვეული  ხარვეზები და ასეთი სწავლების ხარისხზე საუბარი ნაადრევია. ჩვენი სკოლა 2021-2022 წელს ჩვეულ  რეჟიმში ვაგრძელებთ სწავლებას, მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავით სრულ დისტანციურ სწავლებაზე. ჩვეულებრივ  სწავლებასთან ერთად, შერეული ტიპის სწავლებაც მიმდინარეობს (მშობელთა  მოთხოვნით). ამდენად,  მასწავლებლებს უწევთ ორმაგი შრომის გაწევა.

-  თქვენ, როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- ძალიან რთული პერიოდი გვქონდა და გვაქვს პანდემიის პერიოდში. გვიწევს გაცილებით რთული მუშაობა, რომ დაცული გვქონდეს ყველა ის რეგულაციები, რაც განსაზღვრულია სასწავლო პროცესის დროს. მეტი  ყურადღება, პასუხისმგებლობა და მეტი დაუღალავი შრომა გვიწევს, რათა ბავშვებსა და მასწავლებლებს  შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, რაც გუნდური მუშაობითაა შესაძლებელი. პანდემიამ მასწავლა, რომ  თითოეულ რგოლს ესაჭიროება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მორალური თანადგომა, რათა შიში  დავძლიოთ, მეტი ყურადღება მივაქციოთ ჰიგიენური ნორმების დაცვას. ურთიერთთანადგომით   შესაძლებელია დავძლიოთ პანდემია. მარტო ჩემი მონდომებული შრომით და პასუხისმგებლობით ვერ  შევძლებდი სასწავლო პროცესის წარმართვას, რომ არა მთელი კოლექტივის მხარში დგომა და ჩართულობა  პასუხისმგებლობის გათავისებაში. განაწილებული გვაქვს და უკვე ჩვევად ჩამოგვიყალიბდა ფუნქციების  შესრულება.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება