| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა.
მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი - „წითელი ოკუპაცია - თბილისის დაცვის ქრონიკა - 1921 წლის 18-24“.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია, მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს საქართველოს ოკუპაციასა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის.
„უკრაინის მოვლენებმა და რუსულმა აგრესიამ ქართველებს კიდევ ერთხელ გაგვახსენა აგვისტოს მოვლენები, აგვისტოს ომის ტკივილი სოფელ გუმბათს უშუალოდ ეხება, რადგან ამ ომმა გუმბათის მკვიდრის, ახალგაზრდა ექიმის, მერაბ ჭელიძის სიცოცხლე შეიწირა.
ეკოკლუბის წევრების ინიციატივით, გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინის მხარდასაჭერი ნახატები შექმნეს, მათ ნამუშევრებით გამოხატეს ომის ტკივილი, რუსული ოკუპაციის უარყოფა და მომავლის იმედი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ