სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„10 ადამიანს მივიღებ, უკრაინიდან დევნილს“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ხუფენია უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
27-02-2022
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ნონა ხუფენია უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

ის მზადაა ზუგდიდში საკუთარ საოჯახო სასტუმროში 10 უკრაინელი უანგაროდ მიიღოს.

პედაგოგი თავისი მობილურის ნომერსაც აქვეყნებს, რომელზე დაკავშირებაც მსურველებს შეეძლებათ.

„ნეტავ, შემეძლოს დახმარება! 10 ადამიანს მივიღებ, უკრაინიდან დევნილს, თუ ვინმე მოხვდება ზუგდიდში! მეგობრებო! შემეხმიანეთ! 577620489. დევნილებმა დასავლეთს მიაშურეს, პოლონეთს უფრო... ხელსაყრელი გზაა მათთვის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ვინც ნამყოფია საქართველოში, - აქეთ გამოეშუროს?! ეს ყველაფერი გამომიცდია და სულ მეტირება... მათი შემყურე შორიდან - ვერაფრით ეხმარები თითქოს ადამიანი, - წერს ნონა ხუფენია.

პირველი მაისის საჯარო სკოლა მასწავლებელს გამოჩენილი სამაგალითო ინიციატივისთვის მადლობას უხდის.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ნონას სამაგალითო ინიციატივისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოხატვისთვის და იმედოვნებს, რომ ეს უბედურება მალე დასრულდება“,- წერს სკოლის დირექცია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვინ რამდენ წელს ისწავლის უმაღლესში - უნივერსიტეტებს უფლებამოსილება განესაზღვრა

მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება