TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

7 მიზეზი, რატომ სურთ მასწავლებლობა ახალგაზრდებს
01-07-2022
-
+


ბოლო წლების განმავლობაში მასწავლებლობის სურვილს ბევრი ახალგაზრდა გამოხატავს, ამის დამადასტურებელია მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული ათასობით აპლიკანტი.

მხოლოდ 2021 წელს გამოცდაზე 18 320 მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით 4488 აპლიკანტმა გადალახა.

etaloni.ge დაინტერესდა, რა მოსწონთ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდებს და რატომ სურთ პედაგოგობა? ყველაზე ხშირად დასახელებული 7 მიზეზი კი შემდეგია:

ანაზღაურება - პედაგოგების ხელფასი მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რადგან მათი თქმით, საქართველოში „ათას ლარიანი სამსახურები არ ყრია“. აქედან გამომდინარე, მასწავლებლობა ბევრად მიმზიდველია ანაზღაურების მხრივ. მათი თქმით, მიუხედავად უმაღლესი განათლებისა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი იძულებულია, კონსულტანტად იმუშაოს, სადაც განვითარების საშუალება არ ეძლევათ. ახალგაზრდებს ურჩევნიათ, ჩააბარონ პედაგოგთა გამოცდები და კომპეტენციის დადასტურების შემდეგ სკოლებში დასაქმდნენ.

მეტი დრო თვითგანვითარებისთვის - აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს მასწავლებლის პროფესიაში, სხვა პროფესიებთან შედარებით, მეტი თავისუფალი დრო ხიბლავთ. მათი განმარტებით, შესაძლებელია თავისუფალი დროის თვითგანვითარებისთვის გამოყენება, რაშიც მოიაზრება უცხო ენების სწავლა, პროფესიულ წინსვლაზე ზრუნვა და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარება.

წინსვლის საშუალება - თვითგანვითარება ვახსენეთ და უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებს მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემა მოსწონთ. კერძოდ კი, მათთვის მოტივაციის მიმცემია პროფესიულად მეტი ცოდნის შეძენა, გამოცდების ჩაბარება და სტატუსის ამაღლებასთან ერთად ანაზღაურების ზრდაც.

შვებულება - მასწავლებლებს წლის განმავლობაში 40 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აქვთ, რაც მათ სასწავლო წლის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენაში ეხმარება. ხანგრძლივი შვებულება ერთ-ერთი მიმზიდველი მიზეზია, რის გამოც ახალგაზრდებს მასწავლებლობა სურთ.

სოციალური სტატუსი - მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესიაა. პედაგოგები ავტორიტეტები არიან როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ახალგაზრდებს მასწავლებლის სოციალური სტატუსიც ხიბლავთ და აღნიშნავენ, რომ ეს პროფესია საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში დაეხმარება.

სამუშაო გრაფიკი - ეს კიდევ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მასწავლებლობა ღირს. პედაგოგები სკოლაში, დღის განმავლობაში, დაახლოებით 4-5 საათს ატარებენ. მართალია, ხშირად ისინი სკოლის საქმეს სახლშიც აგრძელებენ (შემაჯამებელი ტესტების შედგენა, ნამუშევრების შემოწმება, გაკვეთილების დაგეგმვა), თუმცა საერთო ჯამში, მასწავლებელთა სამუშაო გრაფიკი, სხვა პროფესიებთან შედარებით, ცუდი ნამდვილად არაა.

პროფესიის სიყვარული - „მოწოდებით მასწავლებელი ვარ, ეს პროფესია ძალიან მიყვარს“ - აღნიშნული პასუხი საკმაოდ ბევრი ახალგაზრდისგან მოვისმინეთ. მასწავლებლობის მსურველები განმარტავენ, რომ ადამიანს თუ არ უყვარს ბავშვები და ეს პროფესია, ის ვერ იქნება კარგი პედაგოგი და ვერც მხოლოდ ანაზღაურების ან ხანგრძლივი შვებულების გამო გაჩერდება სკოლაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მასწავლებლობის მსურველებს კარგი ანაზღაურება, სამუშაო გრაფიკი ან შვებულება იზიდავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი „მოწოდებით პედაგოგები“ არ არიან. ეს ადამიანები აფასებენ საკუთარ დროს, შრომასა და ენერგიას, შესაბამისად, ცდილობენ მოწოდება უფასდებოდეთ და მხოლოდ ენთუზიაზმზე არ მუშაობდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება