სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აქ ყველა ოჯახისთვისაა ადგილი“ – 27 თებერვალი izrune.ge-ზე შემაჯამებელი ტესტის დღეა
22-02-2022
-
+


27 თებერვალი izrune.ge-ზე შემაჯამებელი ტესტის დღეა და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი პატარა იზრუნელებსა თუ მათ ოჯახებს რაბათის ციხე-სიმაგრიდან მიმართავს.

რატომაა მნიშვნელოვანი ყველაზე მზრუნველ პროექტში თითოეული მოსწავლისა და მშობლის ჩართვა, რა დატვირთვა აქვს შემაჯამებელ ტესტირებას და რას ნიშნავს მზაობისა თუ მდგრადი მზაობის სერტიფიკატები? - გოჩა ტყეშელაშვილი ვიდეომიმართვაში ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს, საუბარს კი იმით იწყებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წარმატებული და ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობაში მომავალი თაობები იყვნენ განათლებულები.

„ახლა ისეთ ადგილას ვიმყოფებით, სადაც ჩვენი წინაპრები არა მხოლოდ ხმლის ქნევით, არამედ განათლებით, ინტელექტითა და ცხოვრებისეული საკითხებისადმი მიდგომებით გამოირჩეოდნენ... აქ ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში დუღდა...“ - აღნიშნავს გოჩა ტყეშელაშვილი და izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„izrune.ge ბავშვებს უვითარებს არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ აჩვევს დროის სწორად გამოყენებას, ლოგიკურ აზროვნებას... მოგიწოდებთ, აუცილებლად ​ ჩაერთოთ პროექტში, რამეთუ აქ ყველა ოჯახისთვისაა ადგილი...

izrune.ge-ს აქვს სამი პაკეტი - VIP-პაკეტი დამრიგებლებს ეხმარება, მაქსიმალურად ჩართონ კლასი და მიაღწიონ წარმატების მწვერვალებს; ინდივიდუალური პაკეტი - განათლების პირადი მენეჯერი, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის არის თანამედროვე დამრიგებელი, ცხოვრების გზის გამკვალავი,  ფსიქოლოგი და მესამე, საბაზო პაკეტი, რომელიც ყოველი ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი...

მალე დასრულდება ურთულესი სასწავლო წელი და მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, რამდენადაა ბავშვი მზად მომდევნო კლასში გადასასვლელად, ამისთვის კი საჭიროა მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატი, რომელსაც მხოლოდ izrune.ge გასცემს შემაჯამებელი ტესტების შედეგების მიხედვით... მაშ ასე, 27 თებერვალი izrune.ge-ზე შემაჯამებელი ტესტის დღეა, ყველას გისურვებთ წარმატებას“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება