სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯარისკაცი სამშობლოს არ უღალატებს, აი ასეთი ვიქნები მე“ - მერევის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი გიორგი ასანიძე სამშობლოს სადარაჯოზე
14-02-2022
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი გიორგი ასანიძე ჯარისკაცობაზე ოცნებობს. ამის შესახებ მოსწავლე ემოციურ წერილში წერს. 

გასაოცარია თუ რამდენად ძლიერია გიორგის პატრიოტული სულისკვეთება და მისწრაფება გახდეს ჯარისკაცი და ერთგულად ემსახუროს სამშობლოს. 

„მე ვარ გიორგი ასანიძე, ვსწავლობ ჭიათურის სოფელ მერევის საჯ. სკოლის IV კლასში. ჩემი ოცნებაა, გავხდე ჯარისკაცი. ეს პროფესია, იმიტომ ავირჩიე, რომ მინდა ჩემი პატარა საქართველო დავიცვა ჩემი ძალ-ღონით. მეუბნებიან, გენერლობა უკეთესიაო, მაგრამ მე მაინც ჯარისკაცობა მსურს. გენერალი ბრძანებებს იძლევა და ეს მე არ მინდა. მართალია, კარგია რომ იტყვიან „გზა დაუთმეთ გენერალი ასანიძე მობრძანდებაო“. მაგრამ ჯარისკაცობა მსურს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლოს ტერიტორიები მიტაცებულია. მე ამაზე გული მტკივა. ამიტომ მინდა ჯარისკაცობა. ჯარისკაცი სამშობლოს არ უღალატებს. ჯარისკაცი ღირსეულად კვდება. აი ასეთი ვიქნები მე. 

„დამიბრუნონ ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“. 

დამელოდე საქართველო!

ჯარისკაცი გიორგი ასანიძე 2022 წელი“, -წერს მოსწავლე. 

მოსწავლის დამრიგებელი მანანა გოგესაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება