სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გურულ მოსწავლეთა სხარტულები“- ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები სახალისო ჩანაწერებს გვიზიარებენ
14-02-2022
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ამჯერად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან. იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში განწყობა და ხალისი შეინარჩუნონ, მასწავლებელთა ჩანაწერებს გვიზიარებენ. 

ჩანაწერებში ასახულია სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხიარული ურთიერთობა. მათ თავიანთ ჩანაწერებს „გურულ მოსწავლეთა სხარტულები“ უწოდეს. 

* * *

-ეს, მასწავლებელო, თქვენი შვილიშვილია - მომაწოდა სახლში რუდუნებით გამოძერწილი გოგონა.

- რას ჰგავს ეს! - საყვედურობს მეორე

- რატომ? როცა გაიზრდება, აი,ასეთი ლამაზი იქნება! - იმედიანად პასუხობს პირველი. გულით მომართვა.

* * *

- რატომ აწვალებ?- ჰკითხა მასწავლებელმა მოსწავლეს, რომელიც მეორე მოსწავლეს კალამს ართმევდა.
- რა ვიცი მას, მგონი ჩემს ვნებებში შემოიჭრა.

* * *

მოსწავლე კევს ღეჭავს, შევხედავ ... გაჩერდება, თვალს მოვაცილებ ... აგრძელებს. დადგა დასვენება.

- მოდი ჩემთან! - დავუძახე. მოდის ღიმილგადაკრული სახით.

 -მე ხომ გაგაფრთხილე, კევის ღეჭვა უზრდელობაა თანაც გაკვეთილზე - ეუბნება მასწავლებელი.

მოსწავლე უხმოდ მიტრიალდა და კევი ურნაში ჩააგდო. გაიარ-გამოიარა. ისევ მივიდა მასწავლებელთან და საკმაოდ ნაწყენი ხმით ეუბნება:

- ახლა შენ კევი კი არა, ორი ლარი გადამაგდებინე!

* * *

-იცი, მასწავლებელო, გოგოები და ბიჭები სიგარეტს და პლანს რომ ეწევიან, თლა შავი ბავშვი გამოდის - ამბობს ერთი

 - ჩემი ნათლია არ ეწევა, მარა მაინც შავი ბავშვი ჰყავს - თქვა მეორემ.

- შავი როგორია, ფერადკანიანი? - ამბობს მესამე,

- არა, ისე შავებიცაა - უპასუხა ისევ მეორემ.

* * *

- რატომ ურტყამ?! - ჰკითხა მასწავლებელმა მოსწავლეს, როცა მან ხელი დაარტყა მეორე მოსწავლეს. მოსწავლემ ამოხედა ნერწყვი გადაყლაპა და..

 - გითხრა?

- მითხარი! - პასუხობს მასწავლებელი.

- შენ ხომ გვითხარი ადამიანები და განსაკუთრებით, ბავშვები ერთმანეთისგან სწავლობენო.

 - კი, გითხარი!

- მერე, კიდო ანდაზა რომ გვითხარი.. ჩამოარაკრაკა ხარების გვერდიგვერდ დგომის შედეგი.

- ჰოდა, ამხანაგი მყავს ასეთი და იმას დავემსგავსე.

- მე ისიც გითხარი კარგი თვისებებით დავემსგავსოთო - უპასუხა მასწავლებელმა.

 - რა ვქნა ახლა! ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა და მიმიმსგავსა! - გაშალა ხელები გაბრაზებულმა.

* * *

- რატომ ტირი? ეკითხება მასწავლებელი პირველკლასელს

- სახლში მინდა მასწავლებელო, ეს თქვა და კიდევ უფრო ამოუჯდა გული.

- ჯერ გაკვეთილებს უნდა დაესწრო.... აუხსნა მასწავლებელმა. ბავშვმა ტირილი უცებ შეწყვიტა, ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო გააფართოვა და ეკითხება:

- მასწავლებელო, გიყვარვარ?

- კი-მეთქი, დაუდასტურა მასწავლებელმა

 -აბა, ჩემს თავს გაფიცებ, გამიშვი სახლში!

- ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვერ გაგიშვებ - ამყარებს მასწავლებელი არგუმენტებს. ბავშვი დაფიქრდა და ისევ განაგრძო..

-აი, ყველაი ბაღნები გიყვარს?- ხელი საკლასო ოთახისკენ გაიშვირა და ჰაერში წრე მოხაზა.

 -კიო - დაუდასტურა მასწავლებელმა.

 -აბა, მაშინ, ამ ყველა ბაღანას გაფიცებ, გამიშვი სახლში!

* * *

დილით ზარის დარეკვამდე კოლეგამ თვალსაჩინოებები დამიბრუნა და იქვე მერხზე დაუწყვია. მე კი დერეფანში შევეჩეხე და გავესაუბრე. ამ დროს კიბეზე ამოდის ბუთქუნა, სათვალეებიანი, ჩანთამოკიდული, ძალზედ თავდაჯერებული მოსწავლე. ოფიცილურად მოგვესალმა და საკლასო ოთახში შევიდა. ცოტა ხანში ისევ ჩანთა მოკიდული გამოვიდა , ოფიციალურად მომიახლოვდა და მეკითხება.

- კი, მარა, აი ქაღალდები ჩემს მერხზე რომ დაგიწყვია, სხვა ადგილი ვერ ნახე?!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება