სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 სკოლაში მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ
11-02-2022
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს, რესურსებს, სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსაც აქტიურად აღნიშნავენ, გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ყოფილა.

2 თებერვალს, მე-5გ კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას, მათემატიკის წამყვან პედაგოგთან, მაია კაკაურიძესთან ერთად შეუერთდნენ. აქტივობა, როგორც დასწრებით ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართა. მოსწავლეები მათემატიკაზე დაწერილ სხვადასხვა წიგნებს გაეცნენ და ამონარიდები ხმამაღლა წაიკითხეს. ამ მეტად საჭირო და პოპულარული დღის ერთ-ერთი მიზანიც ხომ წიგნის პოპულარიზაციაა, რაც აქტივობით მიღწეულ იქნა კიდეც. მოსწავლეებმა პედაგოგის მიერ შეთავაზებული ღონისძიება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ წარდგენილი წიგნების წაკითხვის მოტივაცია გაუჩნდათ.

სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

მე-5გ კლასში პედაგოგმა, მაია კაკაურიძემ მათემატიკაში კომპლექსური დავალება -„ბაღის დაგეგმარება“ შესთავაზა თავის ნიჭიერ მოსწავლეებს. კომპლექსური დავალების ფარგლებში სკოლის ტერიტორიის ნაწილის აზომვითი სამუშაოები ჩატარდა და მოსწავლეებმა მაკეტებიც კი შექმნეს. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე სასკოლო საზოგადოების უმრავლესობის მოწონებული მაკეტის მიხედვით სკოლის ტერიტორიაზე სკვერიც მოეწყობა.

საინტერესო კომპლექსური დავალება  - „წელიწადის ოთხი დრო“ მე-2დ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა, ლია ჩაჩუამ ჩაატარა. დავალების ფარგლებში პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა წელიწადის ოთხივე სეზონზე დიორამები დაამზადეს. 

არც, მე-8გ კლასელები ყოფილან გამონაკლისები. ფიზიკის წამყვანმა მასწავლებელმა, გალინა ქადაგიშვილმა ამავე საგანში მე-8გ კლასელებისთვის კომპლექსური დავალება - „კატაპულტი“ განახორციელა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა კატაპულტები დაამზადეს და შეჯიბრიც კი მოაწყეს. მერვეკლასელებმა გაარკვიეს, რომელი კატაპულტი იყო უფრო შორს მსროლელი და გაიაზრეს, თუ რაზეა დამოკიდებული მათი სიძლიერე.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება